კავკასიის ბიზნესის სკოლა
კავკასიის სამართლის სკოლა
კავკასიის მედიის სკოლა
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა
კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
კავკასიის ტურიზმის სკოლა
კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვისა სკოლა
Kakha Shengeliaკავკასიის უნივერსიტეტი ერთ–ერთი საუკეთესო სასწავლებელია საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. ჩვენი პრიორიტეტი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები და სტუდენტების უმაღლესი ხარისხის განათლებით უზრუნველყოფაა. ჩვენ მიერ სტუდენტებისათვის შეთავაზებული პროგრამები სრულად შეესაბამება მსოფლიოს საბაზრო მოთხოვნებს.

კავკასიის უნივერსიტეტს მუდმივად განახლებადი მაღალი დონის აკადემიური პროგრამები გააჩნია. ახალი მიმართულებების დანერგვასთან ერთად, ინოვაციური მიდგომის საშუალებით უმჯობესდება ძველი პროგრამებიც. ხარისხს ჩვენთან უდიდესი ყურადღება ექცევა, რის გამოც ჩვენ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ვართ და მსოფლიოს უნივერსიტეტებთან უამრავი აკადემიური გაცვლითი პროგრამა გვაკავშირებს.

ჩვენს უნივერსიტეტში ორასამდე პროფესიონალი ლექტორი და პროფესორი მუშაობს. გვაქვს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. აქ სტუდენტებს საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის, ამერიკისა და აზიის უნივერსიტეტებთან, რაც წარმატების მთავარი საწინდარია. საგანმანათლებლო თუ სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მუდმივად ვითარდება და უმჯობესდება, ეს კი მსოფლიოს საუკეთესო სტუდენტების ერთმანეთთან დაკავშირებას უწყობს ხელს.

გპირდებით, რომ ჩვენთან თქვენ უმაღლესი ხარისხის განათლებას მიიღებთ. თქვენ აქ საუკეთესო სტუდენტური წლები გელოდებათ.

იმედი მაქვს, სწორ არჩევანს გააკეთებთ. 

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის სრული ბიოგრაფია და რეზიუმე

 

კახა შენგელია
პრეზიდენტი