კურსდამთავრებულთა და დასაქმების სამსახურის მიზანია სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმება და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის ხელშეწყობა; ბაზარზე მათი მაღალი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა; სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ჩართვა საუნივერსიტეტო ცხოვრებასა თუ სხვადასხვა ღონისძიებაში, სადაც მათ საქმიანი კონტაქტების დამყარების საშუალება მიეცემათ; სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება დამსაქმებლებთან; მათი კარიერის დაგეგმვასა და კარიერული მიზნების სწორად დასახვა-განხორციელებაში ხელშეწყობა; მათთვის სამუშაოს ძიების პროცესის ტექნიკა/სტრატეგიის სწავლება.

კურსდამთავრებულთა და დასაქმების სამსახური უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულებს შორის ძირითადი დამაკავშირებელი რგოლია.
საწყისი გვერდიკურსდამთავრებულები