კავკასიის ბიზნესის სკოლა
კავკასიის სამართლის სკოლა
კავკასიის მედიის სკოლა
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა
კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
კავკასიის ტურიზმის სკოლა
კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვისა სკოლა
აბიტურიენტები


prtsc
ჩამოტვირთეთ ბროშურა
ცნობარი აბიტურიენტებისათვის 2016 - მისაღები ადგილების რაოდენობა, არჩევითი საგანი, კოეფიციენტები და პრიორიტეტები.

კავკასიის უნივერსიტეტი ბევრ სიახლეს გთავაზობთ. ახალი პროგრამები თბილისსა და ბათუმში. კავკასიის უნივერსიტეტის ფონდის მიერ დაწესებული შიდა სასწავლო გრანტები სწავლების 4 წლის მანძილზე. ახალი ფასები უნივერსიტეტის 4 ფაკულტეტზე. 



საბაკალავრო პროგრამები თბილისში და წლიური საფასური
სწავლის წლიური საფასური მოცემულია სახელმწიფო გრანტის და კავკასიის უნივერსიტეტის ფონდის მიერ დაწესებული გრანტის გათვალისწინებით




TBS
კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში 4 წლის მანძილზე მიიღებთ უნივერსიტეტის ფონდის მიერ დაწესებული სასწავლო გრანტს 11 600 ლარის  ოდენობით, რაც ყოველწლიურად არსებულ სწავლის საფასურს შეგიმცირებთ 2 900 ლარით.  სამართლის, მედიის, სახელმიწფო მართვის და ჯანდაცვის ფაკულტეტებზე ჩაბარების შემთხვევაში 4 წლის მანძილზე მიიღებთ სასწავლო გრანტს 8 000 ლარის ოდენობით, რაც ყოველწლიურად არსებულ სწავლის საფასურს შეგიმცირებთ 2 000 ლარით.  გაითვალისწინეთ, რომ უნივერსიტეტის ფონდის მიერ დაწესებული სასწავლო გრანტის მიღების წინაპირობა ამ ფაკულტეტების პირველ და მეორე არჩევნად შემოხაზვა და სახელმწიფო გრანტის (100% და 70%) მოპოვებაა.  

საბაკალავრო პროგრამები ბათუმში

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში, აცხადებს მიღებას შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
  • სამართალი 
  • საერთაშორისო ურთიერთობები/დიპლომატია
  • ფსიქოლოგია
  • ტურიზმის მენეჯმენტი
  • ეკონომიკა

ხუთივე საბაკალავრო პროგრამაზე ბათუმში, წლიური სწავლის გადასახადი არის 2250 ლარი. მოქმედებს სახელმწიფო გრანტი - 100%, 70% და 50%-იანი.

რატომ კავკასიის უნივერსიტეტი?

  • კავკასიის უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტია სწავლის მაღალი ხარისხი, რაც ნიშნავს ამერიკის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების სინთეზსა და ქართულ გარემოსთან მორგებულ დასავლურ სტანდარტს; ლექტორები ხშირად წამყვან კომპანიებში მომუშავე ყველაზე წარმატებული პრაქტიკოსები არიან;
  • ვასაქმებთ ყველგან – კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და დასაქმების სამსახური ხელს უწყობს სტუდენტების დასაქმებას როგორც კერძო კომპანიებში, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში. დღეს საქართველოს კავკასიის უნივერსიტეტი მართავს;
  • კავკასიის უნივერსიტეტი ლიდერია გაცვლითი პროგრამების ხაზით. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით, გაცვლითი პროგრამები ფუნქციონირებს 70 ქვეყნის 130-მდე პარტნიორ უნივერსიტეტთან; CU-ს სტუდენტები მთელი მსოფლიოს გარშემო სწავლობენ;
  • შეღავათები გადასახადში: 30%, 50%, 100% შეღავათი სხვადასხვა სკოლის/ფაკულტეტის სამ საუკეთესო სტუდენტს.

 






საწყისი გვერდიაბიტურიენტები