კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მუშაობს:

ორშაბათი-პარასკევი – 11:00 საათიდან 20:00 საათამდე; 
შაბათი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.

კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მოიცავს უნივერსიტეტში არსებული სპეციალობებისათვის საჭირო სასწავლო, სამეცნიერო და დამხმარე ლიტერატურას.

ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი აღრიცხულია ელექტრონულ კატალოგში.

საბიბლიოთეკო რესურსებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ელექტრონულ ბიბლიოთეკას, რომელიც მოიცავს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ლიტერატურას.

ბიბლიოთეკის მკითხველებს შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი საბიბლიოთეკო მონაცემთა ბაზები.

კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კავშირი აქვს ისეთ გამომცემლობებთან, როგორებიცაა: Prentice Hall, South-Western College Publishers, The Dryden Press, Thomson Learning, Worth Publisher, Addison Wesley, Blackwell, Crystal Ball, Duxbury, Harcout College Publishers, John Wiley & Sons Inc, Irwin McGraw-Hill.

კავკასიის უნივერსიტეტი არის წევრი "საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის", რომელიც ზრუნავს და უზრუნველყოფს წევრების ინტელექტუალურ, შემოქმედებით პოტენციალს ნოვატორულ იდეების დანერგვით.


ბიბლიოთეკაში ჩართულია პროგრამა კოდექსი.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკის მოხმარების წესები
კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობის შესახებ დებულება