La MANCHE Tempus IV Programme

  • La MANCHE

  • საწყისი შეხვედრა

  • მეორე შეხვედრა

  • მესამე შეხვედრა

  • სტრატეგია

  • საინფორმაციო ბიულეტენები

  • Announcements

  • Project promotional video


logo la manche 4
უმაღლეს განათლებაში ცვლილებების მართვა
(ლა მანში)
ტემპუსის IV პროგრამა
eu flag tempus

კავკასიის უნივერსიტეტი მონაწილეობს ლა მანშის პროექტში -"უმაღლეს განათლებაში ცვლილებების მართვა" რომელიც ფინანსდება ევროგაერთიანების, ტემპუსის IV პროგრამის ფარგლებში (15.10.2012-14.102015).

ლა მანშის პროექტის ძირითადი მიზანს წარმოადგენს სომხეთში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის ხელშეწყობა.

ლა მანშის კონსორციუმი წარმოადგენს 29 დაწესებულების ამხანაგობას - 23 უმაღლესი სასწავლებელი აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონიდან, 5 ევროკავშირის ქვეყნებიდან და ერთი ბიზნესის განვითარების კომპანია გაერთიანებული სამეფოდან.
კონსორციუმი წარმოდგენილია 10 ქვეყნით: 5 პარტნიორი ქვეყანა აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონიდან - სომხეთი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა და 5 ევროკავშირის ქვეყანა - ბულგარეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, პორტუგალია და გაერთიანებული სამეფო. პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფს ბულგარეთის "საერთაშორისო კოლეჯი".


აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზნებია:

  • მონაწილე პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ლიდერობის უნარების და გავრცელებული მმართველობითი მოდელების სტრუქტურირება;
  • იმ ზოგადი გარემო და სოციალურ-ეკონომიკური პირობების სტრუქტურირება, რომლებშიც უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის პროცესები ვითარდება;
  • ევროკავშირის ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ აპრობირებული და ეფექტური მართვის მოდელის გაზიარება სომხეთის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის;
  • პარტნიორ ქვეყნებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უმაღლესი მენეჯმენტის ტრანსფორმაციული მმართველობითი უნარების გამომუშავება და განვითარება;
  • უზრუნველყოფა, რომ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ერთმანეთს შორის ინტერაქტიული ურთიერთობის საფუძველზე მოახდინონ უმაღლესი განათლების სფეროში, მენეჯმენტის კუთხით, საკუთარი აპრობირებული და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება;
  • პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში მონაწილე სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეებისთვის დიალოგისა და ერთობლივი პრობლემის გადაწყვეტის რეჟიმში მუშაობისთვის ბაზისის შექმნა და ხელშეწყობა. კერძოდ, სტუდენტების მხრიდან ინიციატივების სტიმულირება;
  • ცალკეული რეგიონის უმაღლესი განათლების სფეროზე მორგებული სტრატეგიის (მენეჯმენტის კუთხით) შემუშავება, განვითარება და ხელშეწყობა;
  • ცნობიერების ამაღლება ევროპის უმაღლესი განათლების მოდერნიზაციაზე და პარტნიორ ქვეყნებში უმაღლესი განათლების რეფორმების გატარების საჭიროებაზე.

ლა მაშის პროექტის საქმიანობა და შედეგებია:

  • თვითშეფასება და ლიდერობის/მართვის უნარების და მოდელების გარე ანალიზი პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • ცვლილებები გარდამავალი საზოგადოებების უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში: პარტნიორ ქვეყნებში უმაღლესი განათლების სფეროს მოდერნიზაციის პროცესებზე საფუძვლიანი კვლევითი ანგარიში და მათი სავარაუდო გავლენა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე;
  • უმაღლეს განათლებაში ინოვაციური ევროპული მმართველობის აპრობირებული მეთოდების სახელმძღვანელო;
  • უნარების გამომუშავების სამოქმედო გეგმა, რაც მოიცავს სილაბუსის და სახელმძღვანელო მასალების განვითარებას (ცვლილებების მართვის კუთხით);
  • ლიდერობასა და ცვლილებების მართვაში ტრენერების მომზადება, რომელსაც თანსდევს ადგილობრივი მრავალრიცხოვანი ტრენინგები
  • პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი განათლების სფეროს წამყვანი ფიგურების და სხვა ძირითადი დაინტერესებული პირების ტრანსნაციონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა ლა მანშის პროგრამის ფარგლებში;
  • აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში უმაღლესი განათლების სფეროში ცვლილებების მართვის სტრატეგიის შემუშავება და განვითარება.



  • კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გელაშვილმა   მონაწილეობა მიიღო პროექტის საწყის შეხვედრაში (kick off meeting), რომელიც გაიმართა ქ. სოფიაში, ბულგარეთი (20-22/11/2012). აღნიშნული შეხვედრის მასალები იხ. მითითებულ ბმულებზე:

              » დღის წესრიგი
              » მონაწილეთა სია
              » პრეზენტაციები


კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესისი სკოლის დეკანმა, ბორის ლეჟავამ
 მონაწილეობა მიიღო ასევე ”ლა მანშის პროექტის” მეორე შეხვედრაში, რომელიც გაიმართა ქ. ლონდონში, დიდი ბრიტანეთი (23-25 /04/2013). აღნიშნული შეხვედრის მასალები იხ. მითითებულ ბმულებზე:

             » დღის წესრიგი
             » მონაწილეთა სია
             » პრეზენტაციები


კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ბიზნესის სკოლის დეკანის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს "ლა მანშის პროექტის" მესამე შეხვედრაში, რომელიც გაიმართა ქ. ბრაგანსაში, პორტუგალია (21-26 /10/2013). აღნიშნული შეხვედრის მასალები იხ. მითითებულ ბმულებზე: