კლუბის შესახებ

ISCCU copy copy

კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტური კლუბი დაარსდა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ბაზაზე.

კლუბი ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფის, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებისა და საერთაშორისო სტუდენტების დახმარების ერთ-ერთი მთავარი საუნივერსიტეტო ბერკეტი და ჩართულობის მნიშვნელოვანი ინიციატორია. საერთაშორისო სტუდენტური კლუბი არის კავკასიის უნივერსიტეტსა და მის პარტნიორ უნივერსიტეტებში არსებულ სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო.

ახლადშექმნილ სტრუქტურას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ანალოგი არ გააჩნია.

შემადგენლობის სრული დაკომპლექტებისათვის 2015 წლის სექტემბერში ჩატარდება წევრების მისაღები არჩევნები.

უნივერსიტეტის შემადგენლობაში დაარსებული საერთაშორისო სტუდენტური კლუბი იწყებს აქტიურ საქმიანობას და გამოთქვამს რეკომენდაციებისა და იდეების მიღების მზადყოფნას.