ERASMUS+

რა არის „Erasmus +"

საზღვარგარეთ სწავლის და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით „Erasmus +" სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უზრუნველყოფს გრანტებით.

პროგრამა აფინანსებს სტუდენტების უცხოურ უნივერსიტეტში სწავლას. უცხოეთში დაგროვილ კრედიტებს აღიარებს კავკასიის უნივერსიტეტი. „Erasmus +" ასევე აფინანსებს პერსონალის მობილობას, რაც მათ საშუალებას მისცემს თავად ასწავლონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია სათანადო ტრენინგების გავლის გზით.
იმისათვის, რომ იხილოთ რა შესაძლებლობებს სთავაზობს „Erasmus +" კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს, გადადით შემდეგ ბმულებზე.