CSB mainlogo

  • 2016 (8)
  • 2015 (13)
  • 2014 (13)
  • 2013 (14)
  • 2012 (20)
  • 2011 (34)
  • 2010 (9)
  • 2009 (17)
  • 2008 (19)
  • 2007 (1)
  • 26 აგვისტო 2016
    ქვეყნის სწრაფი განვითარების მიზნით, 2016 წლის 17 ივნისიდან საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო" დაიწყო. „სტარტაპ საქართველოს" დაწყების მიზანია მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ვისაც აქამდე ფინანსური რესურსის არქონის გამო არ შეეძლოთ ბიზნესის დაწყება, მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ თავიანთი ბიზნეს-იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

    ბიზნეს იდეა სტარტაპ საქართველოზე წარადგინეს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტებმა . 726 განაცხადიდან მათი იდეა 146 მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეის ნუსხაში მოხვდა, შემდგომ კი 51 ფინალისტს შორის მოხვდნენ. ფინალისტებისთვის ჩატარდა ტრენინგები სილიკონ ველის ექსპერტებისაგან. 24 აგვისტოს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები წარმატებით წარსდგნენ ვენჩურული ინვესტორების წინაშე და შესაბამისად მოხვდნენ საბოლოო გამარჯვებულების სიაში, ანუ ოცეულში. გამარჯვებული გუნდები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა და მათ გადაეცათ 100 000 ლარი იდეების განხორციელებისათვის.

    ჩვენი გუნდის წევრები CSB-ის სტუდენტები არიან: გიორგი ნადარეიშვილი (რომელმაც გაპიტჩა ინვესტორების წინაშე), თინათინ ჩქოტუა, ნაზი მგელაძე. ჩვენი იდეაა რეკლამა მანქანებზე, კომპანიის დასახელება Edvex.

    დიდი მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს და ლაშა კვანტალიანს (ბლენდერის დამფუძნებელს).