კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა

29 აგვისტო 2016
29 აგვისტოს, აკრედიტაციის საბჭომ კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას ერთხმად მიანიჭა აკრედიტაცია.
საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა სამაგისტრო პროგრამის უნიკალურ ხასიათს იმ მხრივ, რომ იგი არის ერთადერთი სამაგისტრო პროგრამა ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში, რომელიც კლინიკური ფსიქოლოგიის ტრადიციული მიმართულების პარალელურად (ფსიქოკონსულტირება და ფსიქოთერაპია), ასევე მოამზადებს კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალისტებს კრიმინოლოგიური და სასამართლო ფსიქოლოგიის განხრით.

საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება წელსვე განხორციელდება.
პროგრამაზე მხოლოდ ის კანდიდატები დაიშვებიან, რომლებსაც ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი აქვთ.




საწყისი გვერდიახალი ამბებიჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაკლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა