კავკასიის ბიზნესის სკოლა
კავკასიის სამართლის სკოლა
კავკასიის მედიის სკოლა
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა
კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
კავკასიის ტურიზმის სკოლა
კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვისა სკოლა
სამეცნიერო დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

  • სამეცნიერო პროექტების შესრულება;
  • განაცხადების მომზადება ახალი გრანტების მისაღებად;
  • სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება;
  • მოსამზადებელი სამუშაოები თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩასატარებლად;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა;
  • მიმდინარე საქმიანობა.

უნივერსიტეტში ტარდება კვლევითი სამუშაოები მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტის, კერძო, სისხლის, საერთაშორისო და საჯარო სამართლის მიმართულებებით, ასევე სწავლების მეთოდიკაში. ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, როგორც შიდა საუნივერსიტეტო, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამეცნიერო ნაშრომების კრებულების გამოცემას.

2012 წელს განხორციელდა:

1.პროექტი: "Strategic Planning for the Europe and Central Asia (ECA) Integrity Innovation Network (IIN)"
პროექტის მიზნები:
ა) ევროპისა და ცენტრალური აზიის უმაღლესი სასწავლებლების კვლევითი საქმიანობის დაკავშირებას რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან;
ბ)  კვლევაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დანერგვა.
პროექტში მონაწილეობდა 16 უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტი და სამეცნიერო ცენტრი.
2. "ქართველი ექსპერტების სწავლება ტალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების კომერციალიზაციისა და ბიზნეს ინკუბატორის დაარსების მიზნით" - პროექტი ითვალისწინებდა ტალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის, ტალინის ტექნოპოლის, ტარტუს უნივერსიტეტის და ტარტუს სამეცნიერო პარკის გამოცდილების გაზიარებას საქართველოში ბიზნესის ინკუბატორის დაფუძნების მიზნით.
3. ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭრით 2012 წლის 5-6 მაისს სასტუმრო "ბაზალეთში"განხორციელდა პროექტი "სამხრეთ კავკასიის რეგიონის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივები XXI საუკუნეში". პროექტის მიზანი იყო სტუდენტური საერთაშორისო სამეცნოერო კონფერენციის ორგანიზება. სამხრეთ კავკასიის და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების დაახლოება, ერთობლივი პროექტების შემუშავება, მათი იდეებისა და სამეცნიერო მიდგომების განხილვა.



ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) დაფინანსებით მიმდინარე პროექტზე "ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში" (IncoNetCA/SC). პროექტი აერთიანებს ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 32 ქვეყნის უნივერსიტეტს, სამეცნიერო ინსტიტუტსა და საკონსალტინგო ჯგუფს. პროექტის მიზანია ინოვაციაზე ორიენტირებული მეცნიერების განვითარება ათასწლეულის პროგრამის შესასრულებლად.

პროექტი დასრულდა 2013 წლის აპრილში.





» ფონდი ღია საზოგადოების ესტონეთისა და საქართველოს ფილიალების მხარდაჭერით "East-East Program – Step beyond mobility"-ის ფარგლებში მზადდება პროექტი: "საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად, ქართველი სპეციალისტების ტრენინგი ესტონეთის ბიზნეს-ინკუბატორებში (II ეტაპი) " 

პროექტი დასრულდა 2009 წელს


მონაწილეობა მიიღეს:


  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ტალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი;
  • ტალინის ტექნოპოლი;
  • ტარტუს სამეცნიერო პარკი;
  • პიარნუს ბიზნეს-ინკუბატორი;
  • საარემაას ბიზნეს-ინკუბატორი.

განხორციელებული პროექტები:

  • ”ქართველი ექსპერტების სწავლება ტალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების კომერციალიზაციისა და ბიზნეს ინკუბატორის დაარსების მიზნით” - პროექტი გულისხმობს ტალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის, ტალინის ბიზნეს ინკუბატორის, ტარტუს უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ინსტიტუტისა (TUT) და ტარტუს სამეცნიერო პარკისა და ინკუბატორის და ტალინის ტექნოპოლის გამოცდილების გაზიარებით საქართველოში ბიზნესის ინკუბატორის დაფუძნების ხელშეწყობას;
  • ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით მომზადდა პროექტი “სამხრეთ კავკასიის რეგიონის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივები XXI საუკუნეში”. პროექტის მიზანი იყო სტუდენტური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება. სამხრეთ კავკასიის  და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების დაახლოება, ერთობლივი პროექტების შემუშავება, მათი იდეებისა და სამეცნიერო მიდგომების განხილვა.
 
ამჟამად, უნივერსიტეტს შეტანილი აქვს განაცხადი და ელოდება საბოლოო შედეგებს შემდეგი პროექტებისათვის:
 
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში შეტანილია პროექტი - ”საქართველოს რეგიონებში ბიზნეს-ინკუბატორების ქსელის შესაქმნელად”.

პროექტის მიზნებია:

  • ტექნოლოგიური ბიზნეს-ინკუბატორის დაგეგმვა და ამოქმედება 2015 – 2017 წლებში;
  • მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოში ბიზნეს-ინკუბატორების ქსელის ჩამოყალიბება;
  • უნივერსიტეტებსა და საწარმოებს (ძირითადად მცირე და საშუალო საწარმოები) შორის კავშირის დამყარება, კვლევითი პროდუქციით მათი დაინტერესება.

პროექტში მონაწილეობენ:

  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია;
  • წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.

ფონდი ღია საზოგადოების ესტონეთისა და საქართველოს ფილიალების მხარდაჭერით “East-East Program – Step beyond mobility”-ის ფარგლებში მზადდება პროექტი:  “საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად, ქართველი სპეციალისტების ტრენინგი ესტონეთის ბიზნეს-ინკუბატორებში (II ეტაპი) ”

მონაწილეობენ:

  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ტალინის ტექნოპოლი;
  • ტარტუს სამეცნიერო პარკი;
  • პიარნუს ბიზნეს-ინკუბატორი;
  • საარემაას ბიზნეს-ინკუბატორი;
  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან, ტალინის ტექნოპოლთან და ტარტუს სამეცნიერო პარკთან თანამშრომლობით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტის ფარგლებში (მოსამზადებელი ეტაპი) მომზადდა პროექტი ”საქართველოში ბიზნეს იდეების ბანკის ფორმირება”. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობის ხელშესაწყობას.

ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კავკასიის უნივერსიტეტმა წარადგინა პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოცხადებულ კონკურსში Capacity-Building Initiative in ICT Policy and Regulation for Eastern Europe & Central Asia.

კავკასიის უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ერთბოლივი პროექტის ფარგლებში, 2012 წლის 5-6 მაისს სასტუმრო ბაზალეთში ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: სამხრეთ კავკასიის რეგიონის ინტეგრაციის პერსპექტივები ევროპულ სივრცეში.

კონფერენციის უმთავრესი მიზანი იყო ორიგინალური იდეებით გამსჭვალული საუკეთესო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა, სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების წარმოჩენა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.

საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია მოიცავდა ევროპული ინტეგრაციის ისეთ სფეროებს, როგორიცაა:

  • თანამედროვე ქალაქებისა და სოფლის რეგიონების განვითარების პერსპექტივა (ეკონომიკის, მენეჯმენტის, მარკეტინგის აქტუალური საკითხები);
  • თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაცია (ტექნოლოგიების განვითარების, სიახლის დანერგვისა და ამ სფეროში კოოპერაციის შესაძლებლობები)
  • სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა და ევროინტეგრაცია (კანონმდებლობის სრულყოფა, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მათი კონსოლიდაცია და ერთიანი ევროპული სივრცის შექმნა)

კონფერენციის მოსალოდნელი უმთავრესი შედეგია:

  • ინტეგრაციის ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბება;
  • ევროპის ქვეყნების სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტების დაახლოება ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად;
  • საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ესტონეთის, პოლონეთის, ავსტრიისა და უკრაინის 35 სტუდენტმა;
  • შერჩეული ნაშრომები გამოიცა კრებულის სახით.
კავკასიის უნივერსიტეტის სკოლები, უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტთან შეთანხმებით ყოველწლიურად მართავენ შიდა სასკოლო, სამეცნიერო კონფერენციებს. კონფერენციებში მონაწილეობას იღებენ კავკასიის უნივერსიტეტის სკოლების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.

2012 წლის, მარტი–აპრილის თვეებში, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, სახელმწიფო მართვისა და მედიის სკოლებმა, უნივერსიტეტის დაფინანსებით ორგანიზება გაუწიეს შიდა სასკოლო სამეცნიერო კონფერენციებს სხვადასხვა, თითოეული სკოლის მაპროფილებელ თემატიკაზე.




შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, 2013 წელს გამოცხადდა სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი - "საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევა". საკვლევი ექსპედიციები ტარდება ამ კონკურსში გამარჯვებული პროექტის - "თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგის" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის მონაწილეობით.

ექსპედიციების მონაწილენი არიან:
თეიმურაზ ხუციშვილი(ხელმძღვანელი), ლევან წიქარიშვილი, ანა გელაშვილი, ბებურ გოზალიშვილი, შალვა კოღუაშვილი, ანა იმედაშვილი.

ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფთან ერთად, ექსპედიციების ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობენ: გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – დავით მაისურაძედა მაგისტრი – დავით გაჩეჩილაძე

საკვლევი სამუშაოს კონსულტანტები არიან:
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი დიმიტრი თუმანიშვილი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა შენგელია; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ ჯოჯუა; გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით მაისურაძე.