კავკასიის ბიზნესის სკოლა
კავკასიის სამართლის სკოლა
კავკასიის მედიის სკოლა
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა
კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
კავკასიის ტურიზმის სკოლა
კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვისა სკოლა
სამეცნიერო ნაშრომები

1. კავკასიის უნივერსიტეტისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2012 წლის 5-6 მაისს სასტუმრო ბაზალეთში ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: სამხრეთ კავკასიის რეგიონის ინტეგრაციის პერსპექტივები ევროპულ სივრცეში.

კონფერენციის უმთავრესი მიზანი იყო ორიგინალური იდეებით გამსჭვალული საუკეთესო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა, სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების წარმოჩენა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.

საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღო საქართველოს, სომხეთის, აზებაიჯანის, ესტონეთის, პოლონეთის, ავსტრიისა და უკრაინის 35 სტუდენტმა.

შერჩეული ნაშრომები გამოიცა კრებულის სახით.

2. 2012 წელს, კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის თაოსნობით გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებელთა სამეცნიერო ნაშრომების კრებული.

კრებული აერთიანებს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორთა 21 ნაშრომს.

3. უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის მქონე პირთა მონაცემთა ბაზის განახლებას. ამისათვის, ყოველი სემესტრის დასაწყისში უნივერსიტეტის ლექტორები ავსებენ დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ კითხვარს (იხილეთ დართული კითხვარი) და მიღებული მონაცემები გროვდება უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზაში.

4. 2010 წელს, კავკასიის უნივერსიტეტმა გამოსცა სამეცნიერო შრომების კრებული, რომელიც ეძღვნება კავკასიის უნივერსიტეტის 10 წლის იუბილეს. კრებულში შესულია კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო ნაშრომები. 

5. 2015 წლის 20 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა გამოსცა სამეცნიერო შრომების კრებული. მასში წარმოდგენილია როგორც კავკასიის უნივერსიტეტში შემავალი სკოლების, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტების მკვლევარების ნაშრომები, რომლებიც მოიცავენ აქტუალური საკითხების ფართო სპექტრს. იხილეთ თანდართული ფაილი.

კრებულის მთავარი რედაქტორია – პროფ. შალვა მაჭავარიანი
რედაქტორის მოადგილე–თათია ღერკენაშვილი.



კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური მიმოხილვა


კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური მოხსენება (The Caucasian and Central Asian Economic Report (CCAER) ეს არის თავისუფლად ხელმისაწვდომი, ელექტრონული, ინგლისურენოვანი პუბლიკაციები. პროექტი ხორციელდება EPIN (Economic Policy Institutes Network)-ის ფარგლებში, დაფინანსებულია UNDP (United Nations Development Programme)-ის მიერ. პროექტის კოორდინაციას ახორციელებს ICEG ევროპული ცენტრი. პუბლიკაციები მოიცავს კავკასიის სამი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) და ცენტრალური აზიის ოთხი (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი) ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საკითხებს. თითოეული ქვეყნის ინდივიდუალური თემა მზადდება ICEG ევროპული ცენტრის ადგილობრივი პარტნიორი ინსტიტუტის მიერ.


პუბლიკაციები



შალვა მაჭავარიანი
საქართველოს სახელმწიფო ადმინისტრაციაში მენეჯმენტის სისტემის ძირითადი სისუსტეები, როგორც კორუფციისა და ფულის გათეთრების მხარდამჭერი ფაქტორები. გაერთიანებული ერების ფილიალი, დანაშაულის პრევენციისა და კონტროლის ევროპული ინსტიტუტი, შერჩეული ნაშრომები წარმოდგენილი ყოველწლიურ კონფერენციაზე, პუბლიკაცია, სერია #42, ჰელსინკი 2004, გვ. 147-156;
ორგანიზაციული ქცევა და მისი გავლენის აუცილებლობა საქართველოში, ეფექტური სამთავრობო სტრუქტურების ფორმირების თაობაზე. ყოველწლიური კონფერენციის მასალები. თბილისი ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი, თბილისი 2002, გვ. 27-35;


ლონდა ესაძე
ევროკავშირის გაფართოება და სამხრეთ კავკასია. The Centro Interuniversitario di Ricerca sul Sud Europa; იტალია, ევროპული პრესის აკადემიური გამომცემლობა, ფირენზე, 2005; http://new.cu.edu.ge/, http://new.cu.edu.ge/
საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ და მათი იმპლემენტაცია საქართველოს კანონმდებლობაში. კონფერენციის "ეკონომიკური დანაშაული და ფულის გათეთრება" მასალები, თბილისი, საქართველო, 2004.


ელენე ჯღარკავა
კულტურული ფასეულობის გავლენა მომსახურების ყიდვის პროცესზე. ჟურნალი "მარკეტინგი საქართველოსთვის", გამოქვეყნებული საქართველოს მარკეტინგის ასოციაციის მიერ, თბილისი, 2005; გვ. 35-38.
ეკონომიკური დანაშაული ენერგეტიკაში – მალხაზ ყიფშიძე, გიორგი თურქია