საქართველოს ხელისუფლების მენეჯმენტის ხარისხი -IFAD-ის ექსპერტიზა.

7 ნაბიჯი წინ, ერთი - უკან

19 ნოემბერს "კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის და ჯანდაცვის კვლევის ცენტრში" (CU EHRC) გაიმართა დასკვნითი ფორუმი " საქართველოს ხელისუფლების მენეჯმენტის ხარისხი -IFAD-ის ექსპერტიზა.

ფორუმის ინციატორი იყო EHRC -ის ანალიტიკური ლაბორატორია: "ხელისუფლების საერთაშორისო მონიტორინგის ცენტრი".
ფორუმზე განიხილეს მსოფლიო ბაკის პროექტ Worldwide Governance Indicators -ის (WGI) ფარგლებში ინტეგრირებული გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ექსპერტიზის შედეგები.

მსოფლიო ბანკის მეგა-პროექტის The Worldwide Governance Indicators (WGI) ფარგლებში გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ექსპერტიზის შედეგები გამოქვეყნდა (IFAD Rural Sector Performance Assessments).

Worldwide Governance Indicators -ის მიხედვით, ირკვევა, რომ IFAD -მ მსოფლიო მთავრობების საქმიანობის ხარისხი შეაფასა, რომელთა შორისაც საქართველოს 2013 წლის ხელისუფლების ანალიზიც წარმოადგინა. WGI-ის ფარგლებში IFAD -ის შეფასება განაწილდა 5 აგრეგატის მიხედვით : ხელისუფლების ეფექტიანობა; რეგულირების ხარისხი; კანონის უზენაესობა; არჩევანის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება; ანტიკორუფციული საქმიანობა
ანგარიშის მიხედვით, ზემოთჩამოთვლილი 5 აგრეგატიდან ოთხში 2013 წლის საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის ხარისხი 2012 წელთან შედარებით უმეტესწილად გაუმჯობესებულია.

კერძოდ:

1. ხელისუფლების ეფექტიანობის მაჩვენებელი (სოფლის მეურნეობისათვის განვითარებისათვის საჯარო რესურსების განაწილება და მენეჯმენტი) გაუმჯობესებულია 36,6%-ით (20 პროცენტული პუქტით),75%-ის დონეზე, რაც საქართველოს ისტორიული მაქსიმუმია, ბოლოს ასეთი მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ 2008-2009 წლებში დაფიქსირდა.

2. კორუფციის კონტროლი , ანუ ანტიკორუფციული საქმიანობის მაჩვენებელი (ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და კორუფციის კონტროლი სასოფლო დასახლებაში) გაუმჯობესებულია 33,3%-ით (20 პროცენტული პუნქტით) 80%-ის დონეზე, რაც საქართველოს ახლი ისტორიული მაქსიმუმია.

3. არჩევანის თავისუფლების და ანგარიშვალდებულების მაჩვენებელი (1.პოლიტიკა და სამართლებრივი საფუძვლები სოფლად არსებული ორგანიზაციებისათვის; 2. დიალოგი ხელისუფლებასა და სოფლად არსებულ ორგანიზაციებს შორის) გაუმჯობესებულია 12%-ით (7,5 პროცენტული პუნქტით) 70%-ის დონეზე, რაც საქართველოს ახალი იტორიული მაქსიმუმია.
უფრო კონკრეტულად: პარამეტრი - "პოლიტიკა და სამართლებრივი საფუძვლები სოფლად არსებული ორგანიზაციებისათვის" გაუმჯობესდა 15,4%-ით 75%-მდე (ახალი ისტორიული მაქსიმუმი), ხოლო პარამეტრი -"დიალოგი ხელისუფლებასა და სოფლად არსებულ ორგანიზაციებს შორის" გაუმჯობესებულია 8%-ით 65%-ის დონეზე(ახალი ისტორიული მაქსიმუმი).

4. რეგულირების ხარისხის მაჩვენებელი ( ა) საფი¬ნანსო მომსახურების განვითარებისათვის სოფლად პირობების შექმნა ბ) სასოფლო საქ¬მი¬ანობისათვის საინვესტიციო კლიმატი გ) სოფლის მეურნეობისთვის საჭირო ნედლეულისა და პრო¬დუქ¬ტების ბაზარზე ხელმისაწვდომობა.) 22%-ით გაუმჯობესდა და 80%-ი შეადგინა, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მაქსიმუმია.
უფრო კონკრეტულად: პარამეტრი - ა) ("საფი¬ნანსო მომსახურების განვითარებისათვის სოფლად პირობების შექმნა" ) გაიზარდა 14%-ით 80%-მდე (ახალი ისტორიული მაქსიმუმი); პარამეტრი -ბ) (სასოფლო საქ¬მი¬ანობისათვის საინვესტიციო კლიმატი) გაუმჯობესდა 29,8%-ით 87%-მდე (ახალი ისტორიული მაქსიმუმი); ხოლო პარამეტრი გ) ("სოფლის მეურნეობისთვის საჭირო ნედლეულისა და პრო¬დუქ¬ტების ბაზარზე ხელმისაწვდომობა") გაიზარდა 21,7%-ით 73%-მდე (ახალი სტორიული მაქსიმუმი).

5. არაერთგვაროვანი გამოდგა კანონის უზენაესობის მაჩვენებლის შეფასება, რომელმაც მთლიანობაში 2,5 პროცენტული პუნტით დაიკლო და 65%-ი შეადგინა.
კანონის უზენაესობის მაჩვენებელი ორი პარამეტრით იყო წარმოდგენილი : 1) მიწაზე ხელმისაწვდომლობა; 2) აგრარული საქმიანობისათვის წყალზე ხელმისაწვდომლობა.

აქედან," მიწაზე ხელმისაწვდომლობის" მაჩვენებელი 75%-იდან 70%-მდე დაქვეითდა, რაც სქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვის შეჩერების შესახებ გამოცხადებულ ცნობილ მორატორიუმს უნდა უკავშირდებოდეს.
რც შეეხება მეორე პარამეტრს "აგრარული საქმიანობისათვის წყალზე ხელმისაწვდომლობა" . იგი უცვლელი დარჩა 60%-ის დონეზე.
საბოლოო ჯამში ზემოთ ჩამოთვლილი 9 პარამეტრიდან 7 მიმართულებით ზრდა ფიქსირდება, (აქედან 6-ში ახალი ისტრორიული მაქსიმუმი); ერთი პარამეტრი შემცირდა, ერთიც უცვლელი დარჩა.

სავარაუდოდ, სხვა თანაბარ პირობებში, ზემოთმოყვანილი აგრეგატები 2014 -2015 წლებში ზრდას გააგრძელებს, რადგან 2014 წლიდან სოფლის მეურნეობის კუთხით დაზღვევს ახალი პროგრამა ამოქმედდა, ხოლო მიწის გაყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე გააუქმა.

ფორუმი "საქართველოს ხელისუფლების მენეჯმენტის ხარისხი -IFAD-ის ექსპერტიზა" EHRC -ის მიერ სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რისი დასკვნითი ღონისძიება 19 ნოემბერს გაიმართა.