კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა 2012 წელს დაარსდა, როგორც ჯანდაცვის სკოლა, ხოლო 2013 წლის დეკემბრიდან სკოლის გაფართოებისა და პროგრამების დამატების შემდეგ სკოლამ შეიცვალა სახელი. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მისიაა საქართველოში ეკონომიკისა და ჯანდაცვის სისტემების მართვის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ცოდნის, თანამედროვე მიდგომების და ღირებულებების დანერგვა.

ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მიზანია:
  • უზრუნველყოს ეკონომიკისა და ჯანმრთელობის მართვის დარგში უმაღლესი დონის განათლების მქონე მეცნიერის, პრაქტიკოსის, მკვლევარის და ლიდერის აღზრდა;
  • საქართველოში ეკონომიკისა და ჯანდაცვის სისტემების მართვის უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და სწავლება;
  • ეკონომიკისა და ჯანდაცვის მართვის პროფესიონალებს, ლიდერებს, ექსპერტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის უწყვეტი კავშირის შექმნა;
  • ეკონომიკასა და ჯანდაცვის სისტემის მართვის სპეციალიზირებული ლიტერატურის თარგმნა, შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოების და გზამკვლევების შექმნა.

ყველა ეს მიზანი ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას.