კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის საერთაშორისო წარმატება

"Eduniversal"-მა მსოფლიოს საუკეთესო სამაგისტრო პროგრამებს შორის, კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა მეორედ დაასახელა 100 საუკეთესო პროგრამას შორის:

ჯანდაცვის მენეჯმენტი -2013-2014 სასწ. წელი
ჯანდაცვის მენეჯმენტი -2012-2013 სასწ. წელი

ამ ნომინაციაში გამარჯვებულები "Eduniversal"-მა ადგილობრივი და საერთაშორისო გამოკითხვების საფუძველზე გამოავლინა.
საერთაშორისო საკონსულტაციო–სარეიტინგო სააგენტო "Eduniversal" 1994 წელს დაარსდა. ყოველწლიურად "Eduniversal" მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო სამაგისტრო პროგრამებს ავლენს.