კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მიზანია მაღალკვალიფიციური ეკონომიკის სპეციალისტების, მეცნიერების და ჯანდაცვის მენეჯერების მომზადება, რომლებიც შეძლებენ საქართველოს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების ეფექტურად ადმინისტრირებას, კვლევას, ანალიზს. ისინი საფუძვლიანად შეისწავლიან ეკონომიკისა და ჯანდაცვის სფეროების მმართველობითი საქმიანობის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. გარდა ამისა, მიიღებენ პროფესიული კარიერისათვის აუცილებელ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.

როგორც მენეჯმენტის სპეციალისტმა პიტერ დრაკერიმ განაცხადა, გაცილებით ადვილია უხელმძღვანელო დიდ საწარმოს, ვიდრე პატარა სამედიცინო დაწესებულებას.

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა გთავაზობთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო კურსებს. ასევე ფუნქციონირებს სასერტიფიკატო კურსები "ჰოსპიტალურ მენეჯმენტსა" და "ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვაში".

ვახტანგ სურგულაძე,
ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი