24 ივლისი 2016

23 ივლისს, კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.
მაგისტრანტმა ანა ბოლქვაძემ წარმოადგინა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე ,,სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების პერსპექტივები თბილისის ჰოსპიტალურ ქსელში". ხელმძღვანელი - პროფესორი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დოქტორი, ნატა ყაზახაშვილი.

მაგისტრანტმა გურანდა მჟავიამ წარმოადგინა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე, ,,თავდაცვითი მედიცინა".  ხელმძღვანელი - პროფესორი მედიცინის დოქტორი, გივი ჯავაშვილი.

მაგისტრანტების ნაშრომის დაცვა წარმატებით დასრულდა.