• ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა

  • მიღების წესი

  • საკონტაქტო ინფორმაცია


კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლაში პარტნიორი უნივერსიტეტებთან ერთად 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა, რომელიც ახორციელებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და სამეცნიერო კადრის მომზადებას ეკონომიკაში საერთაშორისო საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამების მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებისა და სწავლების ინოვაციური ტექნოლოგიების საფუძველზე.

პროგრამის მიზანია
ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის განვითარებისთვის კვლევებზე ორიენტირებული კადრების მომზადება.
პროგრამა მოიცავს 180 ECTS კრედიტს, ოპტიმალური ვადა შეადგენს 4 წელს, მაქსიმალური ვადაა 5 წელი. პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 6 სემესტრი) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით. პროგრამა მოქნილია მათთვისაც, ვინც დასაქმებულია, დოქტორანტი თავად განსაზღვრავს თავისი აკადემიური დატვირთვის მოცულობას. ძირითადი აქცენტი გადატანილია კვლევებზე და ინდივიდუალურ მუშაობაზე.

სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით; ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა მოიცავს სასწავლო კომპონენტს სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსებს დოქტორანტის კვლევის მიმართულების გათვალისწინებით (ჯანდაცვის ეკონომიკა, განათლების/ცოდნის ეკონომიკა, ემპირიული/ ექსპერიმენტული ეკონომიკა, ფინანსური და მონეტარული ეკონომიკა, საზოგადოებრივი ეკონომიკა და სხვა), სწავლება-ასისტირების კომპონენტს, კვლევით კომპონენტს (კოლოკვიუმი, პროსპექტუსი, დისერტაციაზე მუშაობოს დასრულება, ნაშრომის გაფორმება და დაცვა).

პროგრამის ფარგლებში დოქტორანტი ვალდებულია გამოაქვეყნოს სამეცნიერო სტატია საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში, რომლებშიც ასახული უნდა იყოს სადისერტაციო თემაზე შესრულებული სამეცნიერო კვლევის ძირითადი შედეგები და მიიღოს მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციაში. ასევე სადოქტორო პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გაცვლითი პროგრამით პარტნიორ უნივერსიტეტებში, მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კვლევით პროგრამებში და მოიპოვონ სტიპენდიები, როგორც საქართველოში, ისე ამერიკასა თუ ევროპაში სასწავლო წლის/სემესტრის გავლის თუ კვლევების ჩატარების მიზნით.

» პროგრამა







  • აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი;
  • მინიმუმ ორი წლის სამუშაო გამოცდილება ან 3.5-ზე მეტი GPA სამაგისტრო საფეხურის ნებისმიერ სპეციალობაზე
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა
  • სამოტივაციო წერილი
  • წიგნის ან სამეცნიერო სტატიის 1-2 გვერდიანი მიმოხილვა-ანალიზი (აპლიკანტმა უნდა მიმოიხილოს ნებისმიერი წიგნი ან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატია ეკონომიკის კვლევიდან, რომელიც მან ბოლო დროს წაიკითხა. მათ უნდა აღნიშნონ რას ეხებოდა, რა ისწავლეს მისგან და რატომ მოეწონათ /არ მოეწონათ და რამდენად რელევანტური იყო გამოყენებული კვლევის მეთოდები, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) ცოდნა, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად, რაც უნდა დასტურდებოდეს წარმოდგენილი სერტიფიკატით (ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის არ ქონის შემთხვევაში ინიშნება გამოცდა, ხოლო სერტიფიკატის წარდგენისას კანდიდატი განთავისუფლდება, რომელსაც მაგისტრატურის კურსი გავლილი აქვს უცხო ენზე).

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი და დიპლომიდ დანართი/ნიშნების ფურცელი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სამხედრო ბილეთი (ვაჟებისთვის);
  • 2 ფოტოსურათი;
  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვა);
  • წიგნის ან სამეცნიერო სტატიის მიმოხილვა-ანალიზი (მაქსიმუმ 2 გვერდი);
  • 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია: გვარი, სახელი, ელექტრონული ფოსტა, სამსახური, პოზიცია, ტელეფონი.
  • უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) დამადასტურებელი სერტიფიკატი.

გთხოვთ შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა.



მაია გონაშვილი

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ.: (+995 32) 237 77 77 (შიდა: 134)
ელ-ფოსტა:
  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
მობ: 595 01 63 48



თეა გიორგაძე

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი
ტელ.: (+995 32) 237 77 77 (შიდა149)
ელ-ფოსტა:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
მობ: 595 032095