1998 წელი - კავკასიის ბიზნესის სკოლის დაარსება. 1998 წლის საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის მიერ, რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი (თეუსი) და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ატლანტა, აშშ).
1998 წელი - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო (MBA) პროგრამის გახსნა
1999 წელი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო (BBA) პროგრამის სწავლების მესამე კურსიდან მიღების დაწყება
2000 წელი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო (BBA) პროგრამის სწავლების პირველი კურსიდან მიღების დაწყება
2004 წელი - კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე კავკასიის უნივერსიტეტის დაფუძნება, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა კავკასიის ბიზნესის სკოლა ერთ-ერთი ფაკულტეტის სახით.
2005 წელი - ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო (PhD) პროგრამის გახსნა
2005 წელი - გრენობლის ბიზნესის სკოლასთან (საფრანგეთი) ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის (Dual GGSB-CSB MBA) გახსნა
2006 წელი - საქართველოს ბანკების ასოციაციასთან ერთად საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრის (GBTC) დაფუძნება
2007 წელი - ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ატლანტა, აშშ) ორმაგის ხარისხის საბაკალავრო პროგრამის (Dual GSU-CSB BBA) გახსნა
2008 წელი - კავკასიის ბიზნესის სკოლა გახდა საერთაშორისო ბიზნესის სკოლების ასოციაციის NIBES-ის წევრი
2009 წელი - ჩესტერის უნივერსიტეტთან (ჩესტერი, დიდი ბრიტანეთი) ორმაგის ხარისხის საბაკალავრო პროგრამის (Dual Chester-CSB BBA) გახსნა
2011 წელი - ზემო ავსტრიის უნივერსიტეტთან (შტაიერი, ავსტრია) ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამის (Dual Upper Austria-CSB BBA) გახსნა
2011 წელი - კავკასიის ბიზნესის სკოლა გახდა ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის ქსელის წევრი
2012 წელი - საქართველოს სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის კვლევითი ცენტრის დაფუძნება