buba lezhava

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიის ბიზნესის სკოლაში. ვიმედოვნებ, სწორედ ჩვენთან დაიწყება თქვენი წარმატებული კარიერა.

ყველა იმ რთული და ურიცხვი ეკონომიკური რისკისა და გამოწვევის ფონზე, რასაც დღევანდელ მსოფლიოში ყოველდღიურად ვაწყდებით, მე მჯერა, რომ თქვენი გადაწყვეტილება, დაიწყოთ ,,დიდი ბიზნესი ჩვენგან”, მართებულია. ბიზნესისა და ეკონომიკის თვალსაზრისით, ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ ქაოსურ გარემოში, სადაც გადაულახავი წინააღმდეგობები ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენი სკოლა დაგეხმარებათ, მიიღოთ სრულფასოვანი განათლება, რათა მოძებნოთ საუკეთესო გამოსავალი არსებული პრობლემების გადასაჭრელად და შექმნათ წარმატებული კარიერა.

ჩვენს სკოლაში ამჟამად დაახლოებით 1077 სტუდენტი ირიცხება. ისინი თავიანთი საქმიანობით ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ კავკასიის ბიზნესის სკოლა არის ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ მსოფლიო დონის პროფესიული განათლება. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ცოდნა აუცილებელია, იმისათვის, რომ გახდე მსოფლიოს სრულფასოვანი წევრი, კავკასიის ბიზნესის სკოლა მაღალკვალიფიციური ლექტორებისა და დახვეწილი სასწავლო პროგრამის საშუალებით უზრუნველყოფს ყველა იმ საჭირო უნარ-ჩვევის განვითარებას, რაც 21-ე საუკუნეში სავალდებულოდაა მიჩნეული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სრულფასოვანი განათლება, პროფესიონალიზმთან ერთად გულისხმობს  პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებას, ხასიათის ჩამოყალიბებას, რადგან ეს არის აუცილებელი პირობა პროდუქტიული სამუშაო განწყობის შესაქმნებლად. მიზნის მიღწევაში ჩვენ გვეხმარება ჩვენი სკოლის ენთუზიაზმით აღსავსე პროფესორ-მასწავლებლები, სკოლის მმართველი ორგანო და სკოლის თანამშრომლები. კავკასიის ბიზნესის სკოლა სარგებლობს უპირატესობით და გაძლევთ შანსს მოისმინოთ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის მიერ აღიარებული პროფესორ-მასწავლებლების ლექციები.

ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს. წარმატებულ სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და აირჩიონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტი მსოფლიოს 18 ქვეყნიდან. კავკასიის ბიზნესის სკოლა აძლევს შანსს ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს, ისარგებლონ ორმაგი სასწავლო პროგრამით და გაიარონ ერთი წელი ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში, როგორიცაა J.Mack Robinson college of business – Atlanta,USA; Grenoble Graduate School of Business, France; University of Chester, UK; Upper Austria University. ორმაგი პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამის ორ დიპლომს ბიზნესის ადმინისტრირებაში.

სამართლიანია ითქვას, რომ მსგავსი საგანმანათლებლო მონაცემების ფონზე ყველა მსხვილი კომპანია მოხარული იქნება, დაამყაროს თქვენთან საქმიანი ურთიერთობა.

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ თქვენი გადაწყვეტილების სამართლიანობაში, ჩვენ გთავაზობთ იყოთ გამორჩეულები, ითანამშრომლოთ ჩვენთან და შეიტანოთ პოზიტიური ცვლილებები თქვენს სტუდენტურ ცხოვრებაში.

ბორის (ბუბა) ლეჟავა
კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი