ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში

 

  • მიმოხილვა

  • პროგრამის სტრუქტურა

  • მიღების წესები

  • საკონტაქტო ინფორმაცია


პროგრამის ხანგრძლივობა:

 


სასწავლო მოდულები ტარდება წელიწადნახევრის განმავლობაში. მეცადინეობები ტარდება თბილისში თვეში ერთხელ, 3–დან 5 დღემდე, დღეში 6 საათის განმავლობაში. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები იწყებენ მუშაობას ფინალურ პროექტზე.

მისაღები მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა 

მნიშნელოვანი თარიღები:

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 20 თებერვალი, 2017
პროგრამის დასაწყისი: 1 აპრილი, 2017

სპეციალობები: საერთაშორისო ბიზნესის განვითარება (IBD) – თბილისში (სხვა სპეციალობის მოდულების გავლა შესაძლებელია გრენობლში, პარიზში ან ლონდონში).
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი ხარისხი:
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (120 კრედიტი).

ორმაგი ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა არის გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამა, რომელიც საბოლოოდ გასცემს ორმაგ ხარისხს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი გრენობლის ბიზნესის სკოლის მიერ და საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი მმართველთათვის გაიცემა კავკასიის ბიზნესის სკოლის მიერ.


რეიტინგი


Worldwide rankings

MBA – ranked 27th in America Economia ‘Ranking MBA Globales’ May 2015

European rankings

France

  • Grenoble Ecole De Management  - ranked 6th best  Business School in France by:
  • Le Point February 2015
  • Le Parisien May 2015
  • Le Figaro Etudiant November 2014

უნიკალური მოქნილი სტრუქტურა:

საერთაშორისო პროგრამა, რომელიც ტარდება სამხრეთ კავკასიის სწრაფად განვითარებად რეგიონში და დასასრულს სპეციალობის მოდულები გვირგვინდება საფრანგეთში, შუაგულ ალპებში, ან ევროპის ორ წამყვან დედაქალაქში – პარიზში ან ლონდონში.

შემცირებული ხარჯები: თბილისში გავლილი პროგრამა საშუალებას იძლევა დაზოგოთ გრენობლის სამაგისტრო პროგრამის გადასახადის 50%. ამას დამატებული ცხოვრების ხარჯების და ჯამში გადახდილი თანხა 75% –ით ნაკლებია ვიდრე გრენობლში.

დასაქმების სფეროები


ჩვენი დასაქმებული სტუდენტები საშუალო და წამყვან პოზიციებზე

 

 

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა გთავაზობთ ზოგადი მენეჯმენტის პროგრამას სამმაგი აკრედიტაციის მქონე საერთაშორისო სკოლაში. გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის სამაგისტრო პროგრამა ძალიან პრაქტიკულია თავისი შინაარსით და მოწოდებულია იმ ჯგუფის მიერ, რომელიც აერთიანებს აკადემიურ ცოდნას და გამოცდილ მმართველებსა და კონსულტანტებს სხვადასხვა სფეროდან.


გრენობლთან პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ პროგრამა სამ დედაქალაქში. ამ პარტნიორობის შედეგად მოწოდებული პროგრამა თავისი ზოგადი და სპეციალობის მოდულებით იდენტურია თავად გრენობლში ჩატარებული პროგრამისა. უმეტესობა მოდულების წასაკითხად იგივე პროფესორ–მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან გრენობლში, მოგზაურობენ ამ სამ პარტნიორ სასწავლებელში რაც განაპირობებს პროგრამის აბსოლუტურ იდენტურობას გრენობლთან.

სურვილისამებრ, სტუდენტებს ასევე აქვთ საშუალება დაესწრონ პერსონალური განვითარების კვირეულს და სამ სპეციალობის მოდულს, რომელიც ყოველ წელიწადს ტარდება გრენობლში და ყველა პარტნიორი სასწავლებლიდან ჩამოდიან მონაწილეები.

პროგრამის 3 ფაზა
პირველი ეტაპი:
პროგრამა დაბალანსებულია, აწვდის მონაწილეებს რაოდენობრივ და ანალიტიკურ უნარ–ჩვევებს, კომუნიკაციისა და ინტერპერსონალურ უნარებს, გააცნობს თანამედროვე მმართველობით საკითხებსა და გეოპოლიტიკას, მაკროეკონომიკასა და ხელმძღვანელობას. ქეისებზე რეგულარული ჯგუფური მუშაობის და ინდივიდუალური დავალების შესრულების დროს სტუდენტები განავითარებენ მათ ცოდნას ფინანსური თუ ხალხის მართვის საკითხებში. სტრატეგიული ანალიზი და მოლაპარაკებების უნარ–ჩვევები ვითარდება კომპლექსური და ცხოვრებისეული ქეისების განხილვის დროს.

პერსონალური განვითარების კვირეული გრენობლში
სტუდენტები, ყველა პარტნიორი სასწავლებლიდან მოწვეული არიან ამ კვირეულზე მენეჯმენტის ძირითად თემებზე სემინარებსა და კონფერენციებზე დასასწრებად. საკითხები, რომელიც უმეტესად განხილულია ამ სემინარებზე შეეხება კონფლიქტების გადაჭრას, გამოკითხვის ტექნიკას, კარიერის რადიკალურ ცვლილებას, ანაზღაურებებზე მოლაპარაკებებსა და ეფექტურ ლიდერობას.

მეორე ეტაპი – სპეციალობა:
9 არჩევანიდან სტუდენტი ირჩევს მისთვის სასურველ სპეციალობას და გადის კონკრეტულად მისთვის აუცილებელ საგნებს, რაც შეადგენს მთელი პროგრამის 20%–ს. სტუდენტი უფრო ღრმად შეისწავლის პროფესიულ საქმიანობას, მენეჯმენტის ძირითად ფუნქციურ არეებს. უმეტესობა სტუდენტისათვის სპეციალობის არჩევა ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა კუთხით დაიწეროს მისი სადიპლომო ნაშრომი.

მესამე ეტაპი – სადიპლომო ნაშრომი
ამ პერიოდში სტუდენტები თავისუფალნი არიან და შეუძლიათ იმუშაონ თავიანთ პროექტზე ისე, რომ არ მოსწყდნენ მათ პროფესიულ საქმიანობას. პროექტის გამოყენება სტუდენტებს შეუძლიათ სხვადასხვანაირად. უმეტესად სტუდენტები წერენ იმ საკითხების ანალიზს, რაც მათ დამსაქმებელს აინტერესებს, ზოგიერთი თავისი პროექტით ცდილობს დაანახოს მომავალ დამსაქმებელს მისი პოტენციალი, ზოგიც მის პროექტს წერს ახალ სამეწარმეო საქმიანობაზე, რაც დიდად უწყობს ხელს მისი ბიზნესის დამკვიდრებას.


> პროგრამა 


შეავსეთ ონლაინ აპლიკაცია და ატვირთეთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების დასკანერებული ასლები (დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ინგლისურ ენაზე, ან უნდა იყოს ნოტარიულად თარგმნილი და დამოწმებული):

   •   რეზიუმე CV;
   •   3 მოკლე ესსე;
   •   პასპორტის ასლი;
   •   საპასპორტო სურათი;
   •   ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;
   •   დიპლომის ასლი დამოწმებული ნოტარიულად;
   •   ნიშნების ფურცლის ასლი დამოწმებული ნოტარიულად.

სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებულ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:


პაატა ბრეკაშვილი

სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი
ელ-მისამართი: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
ტელ.: (+995 32) 237 77 77 (შიდა: 121)
ფაქსი.: (+995 32) 231 32 26
მობილური: (+995 599) 457040

ნატალია ხუბაშვილი
სამაგისტრო პროგრამების მენეჯერი
ელ-მისამართი:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
ტელ.: (+995 32) 237 77 77 (შიდა: 124)

ფაქსი.: (+995 32) 231 32 26

მობილური: (+995 595) 305829 


მისამართი:
პოლიტკოვსკაიას ქ. 10, თბილისი 0186, საქართველო (ყოფილი ჯიქიას ქუჩა)
კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნესის სკოლა, მე-7 სართული - ოთახი A23.