ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA)

 

  • მიმოხილვა

  • პროგრამის სტრუქტურა

  • მიღების წესები

  • საკონტაქტო ინფორმაცია


პროგრამის ხანგრძლივობა:

ორი ალტერნატივა:


მიღების კრიტერიუმები:

• ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი;
• საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება
• GMAT-ის ქულა 550 და მეტი (თუ ჩაბარების მომენტში აღნიშნულ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებთ, საშუალება გეძლევათ ჩარიცხვიდან პირველი წლის განმავლობაში ჩააბაროთ GMAT-ი);
• მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• სამოტივაციო წერილი;
• 2 სარეკომენდაციო წერილი.


მნიშვნელოვანი თარიღები:

- 2 სექტემბერი, 2016-აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა
- 3 სექტემბერი, 2016-ბიზნესის სკოლის ტესტი ინგლისურში
- 6 სექტემბერი, 2016-პირადი გასაუბრება
- 19 სექტემბერი, 2016-პროგრამის დასაწყისი


სპეციალობები: მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები

სწავლების ენა:
ინგლისური და ქართული

მისანიჭებელი ხარისხი:
მაგისტრი

ჩვენი სამაგისტრო პროგრამა, არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამაგისტრო კურსი, რომელიც საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს ბიზნეს სექტორში მომუშავე წამყვან მენეჯერთა შორის. კავკასიის ბიზნესის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებულ სამაგისტრო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია საზოგადოების იმ სეგმენტისთვის, რომელსაც გააჩნია მაღალი ამბიციები კარიერულ თუ პირად წინსვლასთან დაკავშირებით. პროგრამის სწავლების ენა არის ინგლისური და ორიენტირებულია ძირითადად ბიზნესის უნარ–ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებისკენ. სამაგისტრო პროგრამა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სტუდენტი ნათლად გაერკვეს ბიზნესისა და მენეჯერული სამყაროს ძირითად ასპექტებში, დახვეწოს ის უნარ–ჩვევები, რაც მას გააჩნია და დააკავშიროს თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოყენებასთან. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი დღევანდელ ბიზნეს გარემოში.

სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ შემდეგ ფართო შესაძლებლობებს:

კარიერული წინსვლა:
ჩვენი სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გეძლევათ შანსი გაიუმჯობესოთ თქვენი კარიერული პერსპექტივები, რამდენადაც მრავალი ბიზნეს ორგანიზაცია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურაში დიდ ყურადღებას აქცევს აპლიკანტის განათლების დონეს. აგრეთვე, პროგრამის წარმატებულად გავლა პირდაპირ კავშირშია მაღალანაზღაურებად პოზიციებთან.

თეორიისა და პრაქტიკის ეფექტური სინთეზი:
სამაგისტრო პროგრამა, იძლევა ბრწყინვალე შესაძლებლობას სტუდენტებისათვის, რომ მოხდეს თეორიისა და პრაქტიკის ჰარმონიული შერწყმა უამრავი პრაქტიკული სამეცადინოებისა და საქმიანობების შედეგად.

მაღალშინაარსობრივი პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა არის მთლიანად სტუდენტზე ორიენტირებული და მორგებული სამაგისტრო კურსი. კურსი ჩამოყალიბდა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის მაგალითზე, მას შემდეგ რაც აღიარებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე მოქნილ და წარმატებულ კურსად.

მოქნილობა: სამაგისტრო კურსზე თითოეული საგანი ისწავლება კვირაში ერთხელ, საღამოს საათებში, გამომდინარე იქიდან, რომ ხელი შეუწყოს იმ ადამიანების პროგრამაზე დასწრებას, ვინც მუშაობს. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა აირჩიონ ერთიდან - ხუთ საგნამდე, თითოეულ სემესტრში.

 


პროგრამა შედგება სამი ეტაპისაგან. I ეტაპზე სტუდენტი გადის სავალდებულო საგნებს. II ეტაპზე სტუდენტი ირჩევს სამი შემოთავაზებული სპეციალობიდან მისთვის სასურველ ერთს და ამ სპეციალობაში შემოთავაზებული საგნებიდან გადის ნებისმიერ 5 საგანს. III ეტაპზე სტუდენტი ასრულებს სამაგისტრო ნაშრომს.

I ეტაპი

15 სავალდებულო საგანი

ეკონომიკა მენეჯერთათვის
 სტატისტიკური ანალიზი მენეჯერთათვის
 ფინანსური აღრიცხვა ფინანსური გადაწყვეტილებისათვის
 ეფექტური ბიზნეს კომუნიკაცია და კორესპონდენცია
 ბიზნესის მოდელირება
 ორგანიზაციული ქცევა
 სისტემები და ოპერაციების მენეჯმენტი
 კორპორაციული ფინანსები
 მარკეტინგის მენეჯემნტი
 მოლაპარაკების წარმოების მეთოდები
 მენეჯერული აღრიცხვა და კონტროლი
 საინფორმაციო ტექნოლოგიები და გადაწყვეტილების მიღების სტრატეგია
 ბიზნესის კვლევის მეთოდები
 სტრატეგიული მენეჯმენტი
 საგადასახადო საქმე


II ეტაპი - 5 სპეციალობის არჩევითი საგანი ნებისმიერი სამი სპეციალობიდან

მენეჯმენტის საგნები

ფინანსების საგნები

მარკეტინგის საგნები

მეწარმეობა და საწარმო ფინანსური აქტივების შეფასება მომხმარებლის ქცევა
ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ფინანსური ანალიზი და სესხის სტრუქტურირება მარკეტინგული კვლევა
პროექტის მენეჯმენტი გლობალური პორთფელის მენეჯმენტი ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია
ორგანიზაციული თეორია კორპორაციული ფინანსები (გაძლიერებული კურსი) გაყიდვების მენეჯმენტი
კორპორაციული მართვა და სოციალური პასუხისმგებლობა ფინანსური სისტემა სადისტრიბუციო არხების მართვა
ინოვაცია და ცვლილებების მართვა მულტინაციაონალური კორპორაციების ფინანსური მართვა პროდუქტების მართვა
ლოჯისტიკა ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები სერვის ორგანიზაციების მარკეტინგი
ლიდერობა ინვესტიციები და ბანკები სტრატეგიული მარკეტინგი
 
III ეტაპი - სამაგისტრო ნაშრომი



მიღების წესი

კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
  1. საერთო სამაგისტრო გამოცდის გამოცდის ჩაბარება
  2. გთხოვთ შეავსოთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა
  3. კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამისთვის განკუთვნილი ტესტი ინგლისურში;
  4. მიმღები კომისია განიხილავს ყველა აპლიკაციას და შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ პერსონალური
    გასაუბრება/ინტერვიუ. 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

• 2 სარეკომენდაციო წერილი;
• GMAT-ის ქულა 550 ან მეტი (თუ ჩაბარების მომენტში აღნიშნულ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებთ, საშუალება გეძლევათ ჩარიცხვიდან პირველი წლის განმავლობაში ჩააბაროთ GMAT-ი);
• დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
• CV/რეზიუმე;
• 1 ცალი პასპორტის ფოტოსურათი;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის);
• სამოტივაციო წერილი.

გადახდის პირობები

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით 
ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:

პროგრამა CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
ბიზნესის ადმინისტრირება (MBA) 7 350 ლარი 3 675 ლარი 1 425 ლარი

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

 
სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებულ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

პაატა ბრეკაშვილი

სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი
ელ-მისამართი: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
ტელ.: (+995 32) 237 77 77 (შიდა: 121)
ფაქსი.: (+995 32) 231 32 26
მობილური: (+995 599) 457040

ანი კასარელი
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მენეჯერი
ელ-მისამართი:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
ტელ.: (+995 32) 237 77 77 (შიდა: 128)

ფაქსი.: (+995 32) 231 32 26

მობილური: (+995 557) 033869


მისამართი: 
პოლიტკოვსკაიას ქ. 10, თბილისი 0186, საქართველო (ყოფილი ჯიქიას ქუჩა)
კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნესის სკოლა, მე-7 სართული - ოთახი A23.