მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა მენეჯმენტში (MSc)

 

  • მიმოხილვა

  • პროგრამის სტრუქტურა

  • მიღების წესები

  • საკონტაქტო ინფორმაცია

mba reviewიხილეთ ბროშურა

პროგრამის
ხანგრძლივობა: 2 წელი სრული განაკვეთი


მიღების კრიტერიუმები:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდა (B ტიპის ტესტი);
  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • 2 სარეკომენდაციო წერილი.

სპეციალობა: მენეჯმენტი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი ხარისხი: მაგისტრი


მნიშვნელოვანი თარიღები:

  • - 2 სექტემბერი, 2016-აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა
    - 3 სექტემბერი, 2016-ბიზნესის სკოლის ტესტი ინგლისურში
    - 6 სექტემბერი, 2016-პირადი გასაუბრება
    - 19 სექტემბერი, 2016-პროგრამის დასაწყისი

მეცნიერების მაგისტრის საგანმანათლებლო პროგრამა არის დასავლურ ფასეულობებზე და ცოდნაზე დაყრდნობილი, პროფესიული სამეცნიერო კურსი, რომლის ძირითადი მიზანია, სტუდენტს გაუღრმავოს დარგის თეორიული ცოდნა და დაუხვეწოს თეორიის პრაქტიკაში გამოყენების ეფექტური გზები, რაც მნიშვნელოვანია დღევანდელი გლობალიზაციისა და კონკურენციის პირობების გათვალისწინებით. მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია კომპანიისა და მისი ცალკეული ფუნქციური არეების მართვის კონცეფციების გააზრებასა და შესწავლაზე, ამავდროულად მათ პრაქტიკაში გამოყენებაში, ისე რომ დაცული იყოს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხები.

დღევანდელ ბიზნეს გარემოში, როდესაც გლობალიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ნამდვილი ბუმია, შესაბამისი უმაღლესი და მრავალმხრივი ცოდნა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას და ერთგვარი გარანტიაა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. კავკასიის ბიზნესის სკოლის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა - მენეჯმენტში, არის ერთ-ერთი ასეთი საშუალება შესაბამისი კარიერული წინსვლისათვის. პროგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში კურსდამთავრებულს ეძლევა მენეჯერული პოზიციების დაკავების შესაძლებლობა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო მიმართულებით მოღვაწე ორგანიზაციებში.

პროგრამის მიზნობრივი სეგმენტია, ნებისმიერი სპეციალობის საბაკალავრო დონის ან მასთან გათანაბრებული დიპლომირებული სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია მოტივაცია დაეუფლოს მენეჯმენტის სპეციალობას და სიღრმისეულად შეისწავლოს ის პოლიტიკური, სოციოლოგიური თუ ეკონომიკური ასპექტები, რისი გათვალისწინებითაც უწევთ ოპერირება თანამედროვე ორგანიზაციებსა და კომპანიებს.

კავკასიის ბიზნენის სკოლის ლექტორებისა და პროფესორების აბსოლუტურ უმრავლესობას, განათლება მიღებული აქვს ა.შ.შ-სა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების ბაზაზე, რაც თავის მხრივ წარმოადგენს თანამედროვე უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას.


პროგრამა შედგება სამი ეტაპისაგან. I ეტაპზე სტუდენტი გადის სავალდებულო საგნებს. II ეტაპზე სტუდენტი ირჩევს სამი შემოთავაზებული საგნიდან მისთვის სასურველ ერთ საგანს. III ეტაპზე სტუდენტი ასრულებს სამაგისტრო ნაშრომს.
 
სასწავლო კომპონენტის სავალდებულო საგნები 

 სტატისტიკური ანალიზი მენეჯერთათვის
 ორგანიზაციული ქცევა
 მარკეტინგის მენეჯმენტი
 ფინანსური ხარჯების აღრიცხვა
 მენეჯერული ხარჯების აღრიცხვა
 კვლევის მეთოდოლოგია I
 პროექტების მართვა
 მეწარმეობა და საწარმო
 აკადემიური წერა
 სისტემებისა და ოპერაციების მართვა
 მოლაპარაკების წარმოების მეთოდები
 ადამიანური რესურსების მართვა
 სტრატეგიული მართვა
 კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკა
 კვლევის მეთოდოლოგია II
 საგადასახო საქმე
 სემინარი სამაგისტრო ნაშრომის მომზადებაში

 სასწავლო კომპონენტის არჩევითი საგნები

(სტუდენტმა მეოთხე სემესტრში უნდა აირჩიოს ქვემოთ ჩამოთვლილი საგნებიდან ერთ-ერთი)

 ლოჯისტიკა
 კორპორაციული მართვა
 გუნდის მართვა და გაძღოლა
 კვლევითი კომპონენტი

 სამაგისტრო ნაშრომი




მიღების წესი

კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:

 

  • გთხოვთ შეავსოთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა;
  • კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამისთვის განკუთვნილი ტესტი ინგლისურში;
  • მიმღები კომისია განიხილავს ყველა აპლიკაციას და შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ პერსონალური გასაუბრება/ინტერვიუ.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

  • დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათის ასლი;
  • CV/რეზიუმე;
  • 1 ცალი პასპორტის ფოტოსურათი;
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის);
  • 2 სარეკომენდაციო წერილი;
  • სამოტივაციო წერილი.


გადახდის პირობები

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით 
ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს: 

პროგრამა CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
MSc  
   მენეჯმენტში    
4 950 ლარი 2 475 ლარი 225 ლარი


იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.



სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებულ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

პაატა ბრეკაშვილი

სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი
ელ-მისამართი: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
ტელ.: (+995 32) 237 77 77 (შიდა: 121)
ფაქსი.: (+995 32) 231 32 26
მობილური: 599 457040

ნატალია ხუბაშვილი
სამაგისტრო პროგრამების მენეჯერი
ელ-მისამართი: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
ტელ.: (+995 32) 237 77 77 (შიდა:124)
ფაქსი:(+995 32) 231 32 26
მობილური:595 305829

მისამართი:
პოლიტკოვსკაიას ქ. 10, თბილისი 0186, საქართველო (ყოფილი ჯიქიას ქუჩა)
კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნესის სკოლა, მე-7 სართული - ოთახი A23.