სადოქტორო პროგრამები

 

  • მიმოხილვა

  • პროგრამის სტრუქტურა

  • მიღების წესები

  • საკონტაქტო ინფორმაცია


პროგრამის ხანგრძლივობა:
4 წელი


csb phd logo
მიღების კრიტერიუმები:

  • მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან;
  • მინიმუმ ორი წლის სამუშაო გამოცდილება ან 3.7-ზე მეტი GPA სამაგისტრო საფეხურის ნებისმიერ სპეციალობაზე;
  • კავკასიის ბიზნესის სკოლის მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის არ ქონის შემთხვევაში ინიშნება გამოცდა).

სპეციალობები:
ბიზნესის ადმინისტრირება

მისანიჭებელი ხარისხი:ოქტორი (180 კრედიტი)

პროგრამა შეესაბამება კავკასიის უნივერსიტეტისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის მისიაში ასახულ ხედვებს და უზრუნველყოფს კვლევებზე ორიენტირებული სწავლების და სწავლის დანერგვით ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, ზნეობრივად სრულყოფილი, დემოკრატიის იდეალების მიმდევარი დოქტორების მომზადებას, ამ სფეროში ახალი ცოდნის შექმნასა და საზოგადოების საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

პროგრამა შედგენილია საქართველოს კერძო, სახელმწიფო და საგანმანათლებლო სექტორის, ასევე ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯ. მაკ რობინსონის ბიზნესის კოლეჯთან (ატლანტა, აშშ) ერთად პარტნიორობით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფონდის (USAID) დახმარებით. ამ დახმარების საფუძველზე შესაძლებელი გახდა კავკასიის ბიზნესის სკოლის სადოქტორო პროგრამაში პირველი რამდენიმე მიღებით ჩარიცხული დოქტორანტების მიერ სადოქტორი სემინარებისა და მეთოდოლოგიური საგნების გავლა ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯ. მაკ რობინსონის ბიზნესის კოლეჯში (ატლანტა, აშშ). ხოლო პროგრამის დარჩენილი კომპონენტების - შემაჯამებელი გამოცდის, წინა სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობისა და დაცვის და დისერტაციაზე მუშაობისა და დაცვის წარმართვა კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლაში (თბილისი, საქართველო). მომდევნო მიღებებით ჩარიცხული დოქტორანტების სადოქტორო პროგრამის ყველა კომპონენტს გადიან საქართველოში.

კავკასიის ბიზნესის სკოლის სადოქტორო პროგრამის მიზანია თეორული საფუძველი შეუქმნას შესაბამისი სპეციალობის მქონე პიროვნებას, განუვითაროს სასწავლო-სამეცნიერო და კველვითი საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და მისცეს დარგისთვის აუცილებელი ცოდნა. სტუდენტებს მოცემული პროგრამით საშუალება აქვთ მიიღონ, როგორც თეორიული ცოდნა ასევე ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებლია მათი მომავალი წარმატებული სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობისათვის. დღევანდელ აკადემიურ გარემოში, არსებულ გამოწვევებზე სრულფასოვანი კონტროლის დამყარების მიზნით, სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს თანამედროვე კვლევითი მეთოდები ცოდნის შექმნაში და საუკეთესო სწავლების მეთოდები ცოდნის გადაცემის პროცესში. პროგრამით მიღებული განათლება იქნება წარმატების საფუძველი შემდგომი პროფესიული განვითარების გზაზე და მისცემს კურსდამთავრებულს ფართო შესაძლებლობებს მოახდინოს მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სინთეზი.

პროგრამის მონაწილეებს საშუალება აქვთ პროგრამით გათვალისწინებული სემინარების ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ არაერთი სამეცნირო პროექტის განხორციელებაში. მოცემული პროგრამის წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი არის უნივერსიტეტში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის კომბინირება გამოცდილების მიღების დროს. კერძოდ, დოქტორანტებს ექნებათ შესაძლებლობა სხვადასხვა მიმართულებით დაიწყონ მეცნირული სამუშაოები და გამოავლინონ თავიანთი პროფესიონალიზმი, მიიღონ ადამიანებთან საქმიან გარემოში ურთიერთობის გამოცდილება, რაც გარკვეულწილად მათი წარმატებული სამეცნირო და აკადემიური კარიერის საწყისი საფეხური იქნება.


» პროგრამა
» სილაბუსები


პროგრამის სტრუქტურა
 
 მეთოდოლოგიური საკურსო სამუშაო
საფეხური, რომელიც სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს სადოქტორო სემინარებში მონაწილეობის მისაღებად ამზადებს:
  • საკურსო სამუშაო შედგება სასწავლო პროცესისაგან, რომლის პერიოდში სტუდენტი შეისწავლის ისეთ დისციპლინებს, როგორიც არის მათემატიკური ანალიზი, ალბათობის თეორია და სტატისტიკური ანალიზი, ეკონომეტრიკა, ფსიქომეტრიკა და სხვა;

სადოქტორო სემინარები
  • აცნობს სტუდენტს მის სპეციალობაში არსებულ კვლევით ლიტერატურას;
  • ამზადებს მას ხარისხიანი კვლევის ჩატარებისათვის და პროგრამის დასასრულისათვის სადისერტაციო ნაშრომის დასაწერად;
  • ეხმარება სტუდენტს ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაში, რომელიც სამომავლოდ დაეხმარება მას წარმატებული კვლევის ჩატარებაში.

საერთო გამოცდა
  • გამოცდა ტარდება პირველი ორი საფეხურის დასრულებისთანავე;
  • ის დაფუძნებულია ცოდნაზე, რომელიც მიღებულია სადოქტორო სემინარებზე;
  • ამ საფეხურის წარმატებული გავლა მიიყვანს სტუდენტს დისერტაციამდე.

წინასწარი კვლევითი ნაშრომი
  • წინასწარი კვლევითი ნაშრომი უნდა იყოს მომზადებული პროგრამაზე სწავლის პერიოდში;
  • იგი ეხმარება სტუდენტს კვლევის ჩატარების პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში;
  • მას თვალყურს ადევნებენ პროფესორ-მასწავლებლები.

დისერტაცია
  • სადოქტორო პროგრამის ბოლო საფეხური;
  • კვლევითი ნაშრომი, რომელიც მიღებულია ხანგრძლივი კვლევითი საქმიანობის შედეგად;
  • უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: გამოავლინოს ახალი მიდგომები კვლევის სფეროში; შესაძლებელი იყოს მისი დაბეჭდვა საექსპერტო ჟურნალებში და იყოს ღირებული კვლევითი ლიტერატურისათვის.

თუკი თქვენ ნამდვილად დაინტერესდით კავკასიის ბიზნესის სკოლის სადოქტორო პროგრამით, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ პროგრამაზე სწავლა მოითხოვს თქვენგან სრული დატვირთვით მუშაობას, კვლევისა და პრეზენტაციების ჩატარების უნარ-ჩვევებს და დროის ეფექტურ მენეჯმენტს. კანდიდატი უნდა იყოს ძალზე მოტივირებული, დაინტერესებული ინდივი, რომელსაც ამორჩეული აქვს ცხოვრებისა და კარიერის აკადემიური მიმართულება და მზად არის, რომ მიუძღვნას სწავლას 4 წელიწადი.


ხართ ინგლისური ენის კარგი მცოდნე? გაქვთ უნივერსიტეტის დიპლომი ან მაგისტრის წოდება ნებისმიერ სპეციალობაში? ანალიტიკური უნარ-ჩვევები, იქნებ კვლევის ან სწავლების გამოცდილება? მაშინ ჩვენი სადოქტორო პროგრამა საუკეთესო არჩევანია თქვენთვის.

პროგრამის ისტორია
 
პროექტი ”სადოქტორო პროგრამის მომზადება კავკასიის ბიზნესის სკოლაში”, რომელიც კავკასიის ბიზნესის სკოლაში  დეტალურად შემუშავდა, დაფინანსებულია ფონდ ევრაზიის ინსტიტუციონალური გრანტით. პროექტის მიზანი იყო სადოქტორო პროგრამისათვის მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა. სადოქტორო პროგრამის მოსამზადებელ პერიოდში, კავკასიის ბიზნესის სკოლაში, პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პრაქტიკა დამკვიდრდა; გაუმჯობესდა საბიბლიოთეკო და ტექნიკური რესურსები.
 
კავკასიის უნივერსიტეტის და  ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის  მხარდამჭერები არიან:
 
 us departmentა.შ.შ.-ის საგანმანათლებლო და კულტურული საქმეების ბიურო
 
 
 
 
 usaid1ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოში
 
 
სადოქტორო პროგრამის პროექტი  მიზნად ისახავდა სასწავლო გეგმის შემუშავებას, კავკასიის ბიზნესის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების სადოქტორო სემინარებში მონაწილეობასა და ერთობლივ კვლევას. დოქტორანტ სტუდენტებს ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ხელმძღვანელობდნენ.
 
დოქტორანტი სტუდენტების ნაშრომები

მიღების კრიტერიუმები
  • მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან;
  • მინიმუმ ორი წლის სამუშაო გამოცდილება ან 3.7-ზე მეტი GPA სამაგისტრო საფეხურის ნებისმიერ სპეციალობაზე;
  • კავკასიის ბიზნესის სკოლის მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის არ ქონის შემთხვევაში ინიშნება გამოცდა).

 

მიღების პროცესი

განაცხადების მიღება სადოქტორო პროგრამაზე მოხდება წელიწადში ერთხელ შემოდგომის სემესტრისათვის. მიმღები კომისია განიხილავს ყველა აპლიკაციას, რის შემდეგაც დაინიშნება პირადი ინტერვიუ.

გთხოვთ წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან;
  • დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • რეზიუმე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ორი სარეკომენდაციო წერილი.
სადოქტორო პროგრამასთან დაკავშირებულ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

პაატა ბრეკაშვილი

სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი
ელ-მისამართი: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
ტელ.: (+995 32) 237 77 77 (შიდა: 121)
ფაქსი.: (+995 32) 231 32 26
მობილური: 599 457040

ანი კასარელი
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მენეჯერი
ელ-მისამართი: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს  
ტელ: (+995 32) 237 77 77 (შიდა: 128)
ფაქსი:(+995 32) 231 32 26
მობილური:593 353034

მისამართი:
პოლიტკოვსკაიას ქ. 10, თბილისი 0186, საქართველო (ყოფილი ჯიქიას ქუჩა)
კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნესის სკოლა, მე-7 სართული - ოთახი A23.