MOC-ის წევრობა

mocკავკასიის ბიზნესის სკოლა სტრატეგიიისა და კონკურენტუნარტიანობის ინსტიტუტის წევრი გახდა. ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ინსტიტუტი მსოფლიო მასშტაბით  კონკურენტუნარიანობის კურსით  გახდა ცნობილი.  კურსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკლ პორტერმა და მისმა კოლეგებმა ერთობლივად 2002 წელს შეიმუშავეს. დღევანდელი მონაცემით კონკურენტუნარიანობის კურსი მსოფლიოს 80–მდე უმაღლეს სასწავლებელში იკითხება, გაზაფხულის  სემესტრიდან კი კურსი კავკასიის ბიზნესის სკოლაშიც განხორციელდება.

კონკურენტუნარიანობის კურსი კონკურენტუნარიანობის გადამწყვეტ  ფაქტორებსა და წარმატებული ეკონომიკური განვითარების მოდელებს შეისწავლის. კონკურენტუნარიანობის კურსი გათვლილია არა მხოლოდ სამაგისტრო დონის სტუდენტებისთვის არამედ კერძო და სამთავრობო სექტორებში პოლიტიკის განმსაზღვრელი ნებისმიერი ადამიანისთვის. კურსი ხელმისაწვდომი მხოლოდ იმ უმაღლესი სასწავლებლებისთვისაა, რომლებიც სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრები არიან. წევრობის მოსაპოვებლად კავკასიის ბიზნესის სკოლამ მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო.  ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაწყებული თანამშრომლობა მალე ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდა და 2011 წლის ოქტომბერში კავკასიის უნივერსიტეტს დოქტორი  პაბლო კოლაცო ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან კავკასიის ბიზნესის სკოლის  კურსდამთავრებულებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს  ”კონკურენტუნარიანობის" საკითხები გააცნო.  პაბლო კოლაცო სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათ გამოცდილებას გაეცნო.

3 დღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტს სტრატეგიიისა და კონკურენტუნარტიანობის  ინსტიტუტში გაწევრიანებაზე დადებითი პასუხი მალევე მოუვიდა. გაწევრიანების პარალელურად კავკასიის ბიზნესის სკოლამ კონკურენტუნარიანობის კურსის წაკითხვის უფლებაც მოიპოვა.  სკოლა კურსის შეთავაზებას გაზაფხულის სემესტრში გეგმავს.