MANAGE.EDU

  • MANAGE.EDU

  • საწყისი შეხვედრა

  • ექსპერტთა შეხვედრა

  • საერთაშორისო ექსპერტთა შეხვედრა

  • LLL in Georgia

logo bs 1 (3)                                                                                   
  Untitled-1
                                                         
                                                         MANAGE. EDU
ეფექტური განათლების მენეჯმენტის ქსელი უწყვეტი განათლებისთვის შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, საერთო საზღვრები საერთო გადაწყვეტილებები


პროექტი MANAGE.EDU ხორციელდება „შავი ზღვის აუზის ქვეყნების" 2007–2013წ. ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით.
პროექტის საერთო მიზანია, შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო სივრცის შექმნა და მენეჯმენტში არსებული კარგი პრაქტიკის მულტიკულტურულ გარემოში გავრცელება განათლებისა და ტრენინგ სისტემების გაძლიერებისა და რეგიონში უწყვეტი განათლების ხელშეწყობის მიზნით.

პროექტის კონკრეტული მიზნებია:
1. ტრანსნაციონალური საგანმანათლებლო სივრცის განვითარების ხელშეწყობა შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა შორის;
2. პარტნიორ ქვეყნებში ინსტიტუციონალური საგანმანათლებლო მენეჯმენტის შესაძლებლობების განვითარება ლოკალურ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე;
3. ეფექტიანი საგანმანათლებლო მენეჯმენტის ხელშეწყობის მიზნით სამიზნე რეგიონებში რეგიონალური პოლიტიკის შემუშავება, რაც საშუალებას მისცემს ამ რეგიონების საგანმანათლებლო სისტემებს დააკმაყოფილონ საზოგადოების და შრომის ბაზრის მუდამ ცვალებადი მოთხოვნები;
4. საგანმანათლებლო და მულტიკულტურულ სივრცეში ევროკავაშირის მოდერნიზაციის დღის წესრიგის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა.

მოსალოდნელი შედეგები:
• საგანმანათლებლო მენეჯმენტის შესაძლებლობების განვითარების მიზნით პარტნიორ ქვეყნებში რეკომენდაციების შემუშავება. 270 დაინტერესებული მხარის მობილიზება ერთობლივი ინიციატივების შემუშავებისა და დანერგვის მიზნით.
• 25 დაინტერესებული ორგანიზაციის შავი ზღვის აუზის ქვეყნების ქსელში გაერთიანება;
• ვირტუალური სივრცის შექმნა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ერთობლივი სწავლების, განათლების მენეჯმენტის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და საგანმანათლებლო გეგმების მოდერნიზაციის ხელშეწყობის მიზნით.
• შავი ზღვის აუზის ქვეყნების განათლების სისტემის მენეჯერთა ტრენინგ პროგრამების განხორციელება;
• MANAGE.EDU–ში მონაწილე ექვსი რეგიონისათვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება , რომლებშიც გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნების კონტექსტი და მათი საჭიროებები;
• ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო პროგრამებისა და დაწესებულებების მენეჯმენტის პრაქტიკული გამოცდილების გაცვლა და განათლების მოდერნიზება;
• საგანმანათლებლო მენეჯმენტის შესაძლებლობების განვითარების მიზნით მასპინძელ ორგანიზაციაში 40 პროფესიონალის ტრენინგი;
• საგანმანათლებლო მენეჯმენტისა და კულტურათაშორისი მიმართულებით ევროპული მიდგომებისა და ტენდენციების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა;
• შავი ზღვის აუზის ქვეყნებში საგანმანათლებლო ქსელის განმტკიცება, კულტურათაშორისი გაცვლითი პროგრამების განხორციელება და პრობლემათა ერთობლივი გადაჭრის გზების მოძიების ხელშეწყობა.
• არსებული პროექტის შესახებ კონკრეტული რეგიონის 2000 დაინტერესებული მხარის, მოქალაქის და მედიის წარმომადგენლის ინფორმირებულობა.

კავკასიის ბიზნესის სკოლის დეგკანმა მონაწილეობა მიიღო პროექტ MANAGE.EDU-ს საწყის შეხვედრაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ–გვერდი.
17ოქტომბერს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ფონდმა "კავკასიის უნივერსიტეტი" მრგვალ მაგიდას უმასპინძლა.

შეხვედრაში მონაწილეობა, პარტნიორი ინსტიტუტების, უმაღლეს და პროფესიულ განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების შეფასება და ასევე გამოცდილების გაზიარება უმაღლეს, პროფესიულ და ზოგად განათლებაში.

10 ოქტომბერს, სასტუმრო "Courtyard Marriott"-ში ფონდმა „კავკასიის უნივერსიტეტი" ექსპერტთა სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობა პროექტის პარტნიორი ქვეყნებისა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა მიიღეს. შეკრებას ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის წევრებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის მთავარი მიზანი რეგიონალური პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის პროექტების შემუშავება იყო, რაც ხელს შეუწყობს „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე" პრინციპის დანერგვასა და განვითარებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში.

შეგახსენებთ, რომ ფონდი „კავკასიის უნივერსიტეტი" მონაწილეობას იღებს "შავი ზღვის აუზის 2013-2017 " -ის საგრანტო პროექტში. პროექტი რეგიონალური მნიშვნელობისაა და საქართველოს რეგიონს სწორედ ფონდი „კავკასიის უნივერსიტეტი" წარმოადგენს.