კვლევითი ცენტრი

 

  • ცენტრის შესახებ

  • პარტნიორები

  • სიახლეები

 
2012 წელს საქართველოს სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ცენტრი (არასამეწარმეო  იურიდიული პირი) დაარსდა. სსკც-ს მთავარი მიზანია აწარმოოს კვლევები თანამედროვე ბიზნესის გარემოს მოთხოვნების გათვალისწინებით, მიაწოდოს მომხმარებლებს სიღრმისეული ანალიზი და კვლევითი პროექტები ქალაქების, რეგიონების, ცალკეული ინდუსტრიებისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შესახებ.
 
ცენტრი ორიენტირებულია ბიზნესის გარემოს კუნკურენტუნარიანობის აღქმადობის გაზრდაზე, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორისათვის, აგრეთვე მათი კონსოლიდაციისათვის მეტი სამუშაო ეფექტურობისათვის. ცენტრი ცდილობს დაეხმაროს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებსა და კომპანიებს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაშიც. 
 
დაარსების დღიდან ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ცენტრის კვლევის მეთოდოლოგია მთლიანად დაფუძნებულია ჰარვარდის ბიზნესის სკოლის ბაზაზე არსებული ”სტრატეგიებისა და კონკურენტუნარიონობის ინსტიტუტის” პრინციპებზე. ინსტიტუტს ეკონომიკის მეტრად წოდებული მაიკლ პორტერი ხელმძღვანელობს. 2011 წელს კავკასიის ბიზნესის სკოლა სწორედ ზემოთხსენებული ორგანიზაციის ოფიციალური წევრი გახდა.
 
აღსანიშნავია რომ, ცენტრი დაარსებულია კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, მას აქვს კონკურენტული უპირატესობა გამოიყენოს ის ადამიანური რესურსები რაც უნივერსიტეტს გააჩნია, იქნება ეს პროფესორები, ექსპერტები, დოქტორები თუ მაგისტრები სხვადასხვა სფეროში და შესაბამისად გაზარდოს ჩატარებული კვლევების ეფექტურობა და მრავალფეროვნება.
 
მომავალში,  სხვადასხვა კვლევითი ნაშრომების, თეზისებისა და ანალიზების პერმანენტული გამოქვეყნების გარდა,   კონფერენციების და სემინარების მოწყობაც  იგეგმება.

19 აპრილს, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერია”-ში, კავკასიის უნივერსიტეტმა კვლევითი ცენტრის - ”საქართველოს სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ცენტრის” პრეზენტაცია გამართა. ახალი ცენტრი კავკასიის უნივერსიტეტმა ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით შექმნა. საზეიმო გახსნის ცერემონიალი ასევე მოიცავდა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ”კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლაში სადოქტორო პროგრამის განვითარების” შედეგების განხილვას.

ცენტრის გახსნა უკავშირდება USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამას/პროექტს, რომლის ფარგლებშიც მოხდა სადოქტორი პროგრამის განვითარება კავკასიის უნივერსიტეტში, რის შედეგად მოხდა მაღალკვალიფიციური დოქტორების მომზადება, რომლებიც თავის მხრივ, თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ისევ ცენტრის კვლევით საქმიანობაში გამოავლენენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ცენტრის ადამიანური რესურსის ძირითად ნაწილს კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორები და პროფესორები წარმოადგენენ.

საპატიო სტუმრად მოწვეულები იყვნენ და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - ნოდარ სურგულაძე, USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორი - სტივენ ჰაიკინი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - ბიჟან ფაზლოლაჰი.