პროგრამები

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა მომხმარებელს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სახელმწიფო მართვასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. პროგრამების მიზანია პროფესიონალი სახელმწიფო მოხელეების, საჯარო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების, პროფესიონალი დიპლომატების აღზრდა, რომელნიც აღჭურვილნი იქნებიან თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, რაც ასე აუცილებელია გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნის მართვისათვის. ცენტრალიზებული სახელმწიფოდან, ერთპარტიული პოლიტიკური სისტემიდან და გეგმიური ეკონომიკიდან დეცენტრალიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაზე გადასვლა, ევროპასა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში სრულფასოვანი ინტეგრირება და ღირსეული ადგილის დამკვიდრება მსოფლიოს ხალხთა თანამეგობრობაში მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებებს სახელმწიფოს ორგანიზებაში, მართვაში, ეკონომიკისა თუ საზოგადოების ჩამოყალიბებაში, საგარეო კავშირების დამყარებაში. მოცემული პროგრამების კურსდამთავრებულები აღჭურვილნი იქნებიან საჭირო ცოდნით, რომელიც აუცილებელია ამგვარი ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად.

კავკასიის სახელმწიფო მართვის სამაგისტრო პროგრამებში ერთი კრედიტი 30 საათის ტოლფასია. მაგისტრის დიპლომის მისაღებად სტუდენტს სჭირდება მინიმუმ 120 კრედიტის დაგროვება. კრედიტების ეს რაოდენობა მოიცავს საბაზისო და აუცილებელი საგნების, არჩევითი საგნებისა და საჯარო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში პრაქტიკის გავლას და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას. სწავლის ხანგრძლივობაა 2-5 წელი.