სამაგისტრო პროგრამა

  • მიმოხილვა

  • პროგრამის სტრუქტურა

  • მიღების წესები

  • საკონტაქტო ინფორმაცია


csg111 nTQVt2aYKKკავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამებში სწავლა მიმდინარეობს ორი სპეციალობით:

  1. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები
  2. საჯარო მმართველობა

რატომ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა?

  • თანამედროვე სასწავლო პროგრამები, რომლებიც თავსებადია დასავლეთის უნივერსიტეტების პროგრამებთან;
  • მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში;
  • საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში პრაქტიკის  გავლის შესაძლებლობები;
  • დასაქმების ხელშეწყობა;
  • შეხვედრები და დისკუსიები საინტერესო ადამიანებთან;
  • აქტიური სტუდენტური ცხოვრება.





დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისა და პროფესიონალი დიპლომატებისთვის დამახასიათებელი ცოდნისა და უნარების მქონე ახალგაზრდების აღზრდა, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან უახლესიAთეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, რაც ასე აუცილებელია საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრირების პროცესში მყოფი ქვეყნისთვის. ცენტრალიზებული სახელმწიფოდან, ერთ-პარტიული პოლიტიკური სისტემიდან, გეგმიური ეკონომიკიდან და ჩაკეტილი, იზოლირებული მმართველობიდან და საგარეო პოლიტიკიდან დეცენტრალიზებულ, დემოკრატიულ, განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე, ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრირების მსურველ და მულტი-ვექტორული საგარეო პოლიტიკის მქონე სახელმწიფოს მშენებლობა მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებებს სახელმწიფოს ორგანიზებაში, მართვაში, ეკონომიკისა თუ საზოგადოების ჩამოყალიბებაში, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის წარმართვაში.

პროგრამის მოცულობა კრედიტებით
დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60-65 ECTS კრედიტს, სემესტრში – 28-35 ECTS კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს (დასაშვები ხანგრძლივობაა 5 აკადემიური წელი). სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ერთი სემესტრი მოიცავს 19 (21– Fx-ის გადაბარების შემთხვევაში) სასწავლო კვირას, შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 38 (42) კვირაზე. სწავლა ასევე შეიძლება განხორციელდეს ზაფხულის სემესტრშიც სკოლის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ზაფხულის სემესტრი შედგება 6 სასწავლო კვირისგან, სადაც სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 15 ECTS კრედიტი.

1 ECTS კრედიტი უდრის 25 კრედიტ–საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და საბოლოო შეფასებისათვის, საშინაო დავალების მომზადების, სახლში წერითი დავალებების მომზადების (ესე, საკურსო, კვლევითი ნაშრომი), პრეზენტაციისათვის და განხვლილი მასალის მიმოხილვისთვის განკუთვნილ კრედიტ–საათებს.

დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრის (არა უმეტეს 3 აკადემიური წლისა) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით. 

დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს, მათ შორის 55 ECTS – სპეციალობის სავალდებულო საგნების მოდული, 30 ECTS - კვლევის და პრაქტიკის მოდული (შეთავაზებულია 45 ECTS) და სპეციალობის არჩევითი საგნების მოდული, 35 ECTS (შეთავაზებულია 100 ECTS). არჩევითი საგნების მოდული შედგება უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ბლოკისგან (70 ECTS) და საჯარო მმართველობის და პოლიტიკის ბლოკისგან (30 ECTS);

დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტისათვის სავალდებულოა სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და დაცვა, რომელიც მოიცავს 17 კრედიტს. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის პარალელურად სტუდენტი ვალდებულია გაიაროს სავალდებულო სამაგისტრო ნაშრომის დიზაინი (3 ECTS). სამაგისტრო ნაშრომი და კვლევის დიზაინი შედის კვლევის და პრაქტიკის მოდულში.

დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა აძლევს სტუდენტს შესაძლებლობას აირჩიოს 10 ECTS ალტერნატიული/თავისუფალი კრედიტი არჩევითი მოდულის საგნების ნაცვლად კავკასიის უნივერსიტეტის სხვა საგანმანათლებლო პროგრამებიდან, პარტნიორი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებიდან და ECTS კრედიტების მიმნიჭებელი სხვა პროგრამებიდან.

> კურიკულუმი
> პროგრამა
> სილაბუსები


საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი, მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე პროფესიონალი საჯარო მოხელეების აღზრდა და ამით ქვეყანაში სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის სისტემის თვისებრივი გაუმჯობესება.

დღეს საქართველო დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე: ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარება თავისუფალი ბაზრის პრინციპების დაცვით, თანამედროვე დასავლური ფასეულობების სისტემის შესაბამისი ინსტიტუტების შექმნა და განვითარება, სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, და სხვა. ამ გამოწვევების დაძლევა და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა მოითხოვს სისტემურ ცვლილებებს სახელმწიფოს მართვის, სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში. საჭიროა ეფექტური და ეფექტიანი მმართველობის სისტემის შემუშავება და ქვეყნის პოლიტიკური კურსების მიმართულებით შესაბამის ცვლილებების ინიცირება.

ამ ხედვის გათვალისწინებით, კავკასიის საჯარო მმართველობის პროგრამის მიზანია ისეთი პროფესიონალი სახელმწიფო მოხელეების აღზრდა, რომლებსაც ექნებათ მულტიდისციპლინური, სისტემური და სიღრმისეული ცოდნა საჯარო მმართველობის სფეროში და პრაქტიკული უნარები ქყვეყნის მართვის პროცესში შესაბამისი ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა გაწევრიანებულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელში (NISPAcee).

სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები და მათ შორის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა სრულად შეესაბამება ქსელის წევრი უნივერსიტეტების მიერ აღიარებულ სტანდარტებს და თანხვედრაშია დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტის ამავე მიმართულების პროგრამებთან.

კავკასიის საჯარო მმართველობის სკოლისა და პროგრამის განვითარების კონცეფცია და ამასთანავე თავად პროგრამები 2006 წლიდან შემუშავებულია და განვითარებულია NISPAcee ქსელის პრეზიდენტის (ორი ვადით არჩეული გარდაცვალებამდე 2012წ.) დოქტორი, პროფესორი მზია მიქელაძის მიერ.

კრედიტების მოცულობა
საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – მერყეობს 28-32 ECTS კრედიტს შორის. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს (დასაშვები ხანგრძლივობაა 5 აკადემიური წელი). სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ერთი სემესტრი მოიცავს 19 (21– Fx-ის გადაბარების შემთხვევაში) სასწავლო კვირას, შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 38 (42) კვირაზე. სწავლა ასევე შეიძლება განხორციელდეს ზაფხულის სემესტრშიც, სკოლის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ზაფხულის სემესტრი შედგება 6 სასწავლო კვირისგან, სადაც სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 15 ECTS კრედიტი.

1 ECTS კრედიტი უდრის 25 კრედიტ–საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და საბოლოო შეფასებისათვის, საშინაო დავალების მომზადების, სახლში წერითი დავალებების მომზადების (ესე, საკურსო, კვლევითი ნაშრომი) და პრეზენტაციისათვის განკუთვნილ კრედიტ–საათსა და პროფესორთა კონსულტაციების საათებს.

საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 3 აკადემიური წლისა) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.

საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს, მათ შორის, 50 ECTS – სპეციალობის სავალდებულო საგნების მოდული, 30 ECTS - კვლევის და პრაქტიკის მოდული (შეთავაზებულია 45 ECTS) და სპეციალობის არჩევითი საგნების მოდული, 40 ECTS (შეთავაზებულია 89 ECTS); არჩევითი საგნების მოდული შედგება საჯარო მმართველობის და პოლიტიკის ბლოკისგან (58 ECTS) და უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ბლოკისგან (31 ECTS);

საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტისათვის სავალდებულოა სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და დაცვა, რომელიც მოიცავს 17 კრედიტს. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის პარალელურად სტუდენტი ვალდებულია გაიაროს სავალდებულო სამაგისტრო ნაშრომის დიზაინი (3 ECTS). სამაგისტრო ნაშრომი და კვლევის დიზაინი შედის კვლევის და პრაქტიკის მოდულში.

საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა აძლევს სტუდენტს შესაძლებლობას აირჩიოს 10 ECTS ალტერნატიული/თავისუფალი კრედიტი არჩევითი მოდულის საგნების ნაცვლად კავკასიის უნივერსიტეტის სხვა საგანმანათლებლო პროგრამებიდან, პარტნიორი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებიდან და ECTS კრედიტების მიმნიჭებელი სხვა პროგრამებიდან.

კურიკულუმი
პროგრამა
სილაბუსები


მიღების წესი


კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
  • საერთო სამაგისტრო გამოცდა;
  • ინგლისური ენის B1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ან ამ ცოდნის დადასტურება უნდა შეძლოს დიპლომის დანართით, ან გაიაროს ინგლისურ ენაში შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრება/ტესტირება (აპლიკანტები, რომლებსაც დასრულებული აქვს ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამები, თავისუფლდებიან აღნიშნული სერტიფიკატის და შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრება/ტესტირების ვალდებულებისაგან).

გადახდის პირობები

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:

პროგრამა CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
საჯარო მმართველობა 4 950 ლარი 2 475 ლარი 225 ლარი
დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები 4 950 ლარი 2 475 ლარი 225 ლარი

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

ონლაინ რეგისტრაციის ფორმა

 
მარინა მიქელაძე
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი
ტელ: (+995 32) 237 77 77 (შიდა 182)
ელ.ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

ტატო ყიფშიძე
აკადემიური მენეჯერი
ტელ:(+995 32) 237 77 77 (შიდა 181)
ელ.ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს