2016-2017 სასწავლო წლები
 
საბაკალავრო პროგრამა
კავკასიის უნივერსიტეტის I ან II არჩევნად მონიშვნის შედეგად თქვენ მიიღებთ CU გრანტს და სახელმწიფო გრანტის მოპოვებასთან ერთად თქვენი წლიური გადასახადის ოდენობა იქნება:

media
 

                            ფინანსური შეღავათები საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის


სწავლების საფასურის გადახდისას მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს ყოველი სასწავლო წლის ბოლოს შემდგარი სტუდენტების რეიტინგის მიხედვით გაეწევათ შეღავათი:


პირველ ადგილზე მეორე ადგილზე მესამე ადგილზე
სტუდენტი მიიღებს 
100%
-იან შეღავათს
სტუდენტი მიიღებს 
50%
-იან შეღავათს
სტუდენტი მიიღებს 
30
%-იან შეღავათს


სამაგისტრო პროგრამა

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:

პროგრამა CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
საჯარო მმართველობა 4 950 ლარი 2 475 ლარი 225 ლარი
დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები 4 950 ლარი 2 475 ლარი 225 ლარი

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.