სამაგისტრო პროგრამა

 
  • მიმოხილვა

  • პროგრამის სტრუქტურა

  • მიღების წესები

  • საკონტაქტო ინფორმაცია


კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში გამოცხადებულია მიღება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
  • ევროპისმცოდნეობა;
  • მედიაკომუნიკაციის სოციოლოგია;
  • კლინიკური ფსიქოლოგია.

რატომ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამაგისტრო პროგრამები?
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამაგისტრო პროგრამები ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ინოვაციას წარმოადგენს, აგებულია დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებით და ორიენტირებულია კვალიფიციური და თანამედროვე შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნილების მქონე სპეციალისტების ფორმირებაზე. სამაგისტრო პროგრამების მიზანია სტუდენტებს მისცეს გამოყენებადი ცოდნა და შეუქმნას წარმატებული პროფესიული კარიერისათვის ხელსაყრელი სასტარტო პირობები.




 
ევროპისმცოდნეობა: მისანიჭებელი კვალიფიკაცია ევროპისმცოდნეობის მაგისტრი

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა შედგება 120 ECTS კრედიტისაგან. პროგრამაში 85 ECTS  კრედიტი ეთმობა დარგობრივ და პროფესიულ სავალდებულო საგნებს, ხოლო 35 ECTS  კრედიტი  ეთმობა დარგობრივ და პროფესიულ არჩევით საგნებს. 

სავალდებულო საგნების მოდული მოიცავს შემდეგ დისციპლინებს:

ევროპული ცივილიზაციისა და მისი ფასეულობითი საფუძვლების ფორმირება

ინტეგრაციული პროცესები ევროპის კონტინენტზე

თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები – თეორია და პრაქტიკა

პროფესიული ინგლისური ენა

ევროპის საგარეო პოლიტიკის ანალიზი

ევროკავშირის სამართალი

კვლევის მეთოდები სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებებისთვის

ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა

გლობალური პრობლემების ევროპული განზომილებანი

ევროკავშირის გაფართოება, სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობანი

ევროკავშირის საჯარო პოლიტიკის ანალიზი

სამეცნიერო კვლევის პრაქტიკუმი

სამაგისტრო ნაშრომი

 

არჩევითი საგნების მოდული სტუდენტს საშუალებას აძლევს საკუთარი ინტერესების შესაბამისად აირჩიოს მისთვის სასურველი საგნები და სამი სემესტრის განმავლობაში დააგროვოს 35 ECTS კრედიტი 50 ECTS კრედიტიდან:

საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა

ევროპის კულტურული მემკვიდრეობა

რელიგია და პოლიტიკა თანამედროვე ევროპაში

საერთაშორისო მოლაპარაკების თეორია და პრაქტიკა

ევროპა თანამედროვე მსოფლიოში – ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება და მომავლის პერსპექტივები

დემოკრატია და ევროპის სახელმწიფოთა დემოკრატიზაცია

პროფესიული პრაქტიკა

ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა

 მენეჯმენტის კონცეფცია, თეორია და პრაქტიკა

 






















მედიაკომუნიკაციის სოციოლოგიამისანიჭებელი კვალიფიკაცია სოციოლოგიის მაგისტრი მედიაკომუნიკაციაში

მედიაკომუნიკაციის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამა შედგება 120 ECTS კრედიტისაგან. პროგრამაში 96 ECTS  კრედიტი ეთმობა დარგობრივ და პროფესიულ სავალდებულო საგნებს, ხოლო 24 ECTS  კრედიტი  ეთმობა დარგობრივ და პროფესიულ არჩევით საგნებს, რომლებიც 42 ECTS კრედიტიდან აირჩევა. 

სავალდებულო საგნების მოდული მოიცავს შემდეგ დისციპლინებს:

ძირითადი კონცეფციები სოციოლოგიასა და კომუნიკაციაში

სოციოლოგიური თეორიები 1(კლასიკური)

სოციოლოგიური თეორიები 2 (მოდერნი-პოსტმოდერნი)

სოციოლოგიური თეორიები 3 (კომუნიკაცია და ინფორმაციული საზოგადოება) 
მედიის ძალაუფლება

კულტურა და საზოგადოება

პოლიტიკური კომუნიკაცია და პოლიტიკური კულტურა

სოციალური ტრანსფორმაციები

სოციოლოგიური კვლევა 1 (რაოდენობრივი)

სოციოლოგიური კვლევა 2 (თვისებრივი)

მონაცემთა ანალიზი

აკადემიური წერა სამაგისტრო ნაშრომის მოსამზადებლად

სამაგისტრო ნაშრომი

 

არჩევითი საგნების მოდული მოიცავს შემდეგ დისციპლინებს:


დევიაცია და მედიის გავლენა

 პროფესიული პრაქტიკა

ტრადიციული მედიიდან ახალ მედიამდე

განათლება და აღზრდა მედიასაზოგადოებაში

ვირტუალური სივრცე და კომუნიკაცია

მასკომუნიკაცია და მასკულტურა

ტრანსლოკალური მედიაკულტურები: მედიაგავლენა და გლობალიზაცია

 

კლინიკური ფსიქოლოგია : მისანიჭებელი კვალიფიკაცია „კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი“. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა პროგრამის ფარგლებში უნდა დააგროვოს 120 ECTS კრედიტი.

სამაგისტრო პროგრამა ორი პროფესიული მოდულისაგან შედგება: ფსიქოკონსულტირება და ფსიქოთერაპია და  სასამართლო და კრიმინოლოგიური ფსიქოლოგია.

პროგრამა ინოვაციურია იმ თვალსაზრისით, რომ იგი არის პირველი მცდელობა ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში, მოამზადოს კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრები სასამართლო და კრიმინოლოგიური ფსიქოლოგიის განხრით.

პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასევე, პროფესიული პრაქტიკა, რომელსაც სტუდენტები უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში გაივლიან.

მოდული - დარგობრივი და პროფესიული სავალდებულო საგნები

კლინიკური ფსიქოლოგია

პიროვნული აშლილობები

ფსიქიატრიის საფუძვლები

ემოციების ფსიქოლოგია

ფსიქოდიაგნოსტიკა და ფსიქოლოგიური პორტრეტირების ტექნიკა

კვლევითი მოდული

ფსიქოლოგიური კვლევის დაგეგმვა და ჩატარება 

მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების გამოყენება კვლევის მონაცემების დასამუშავებლად

სამაგისტრო ნაშრომი

მოდული - ფსიქოლოგიური კონსულტირება და ფსიქოთერაპიის საფუძვლები

ფსიქოკონსულტირება

ფსიქოსომატიკა

მოსაზღვრე მდგომარეობათა  ფსიქოკონსულტირება

ფსიქოთერაპია

მოდული – სასამართლო და კრიმინოლოგიური ფსიქოლოგია

კრიმინოლოგიური ფსიქოლოგია

ადიქტოლოგია

სასამართლო ფსიქოლოგია

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი

დარგობრივი და პროფესიული საერთო არჩევითი საგნები

პროფესიული პრაქტიკა   

ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია და კონსულტირება

კოგნიტურ-ქცევითი ფსიქოლოგია

რორშახის ტექნიკა

ფსიქოსინთეზი: თეორია და პრაქტიკა

ფსიქოთერაპიის პროცესი

ფსიქოლოგია პენიტენციურ სისტემაში

პროფესიული ტრენინგის ჩატარების პრინციპები და მეთოდები

სამართალმცოდნეობის საფუძვლები

  

მიღების წესი

კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღება 1 სექტემბრიდან დაიწყება

კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: ევროპისმცოდნეობა, მედიაკომუნიკაციის სოციოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია.

საბუთების წარდგენის, გასაუბრების და სწავლის დაწყების ვადები:
• საბუთების წარდგენა წარმოებს 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით (10 სექტემბერს საბუთების მიღების ბოლო ვადაა 13:00 საათი) შემდეგ მისამართზე: კავკასიის უნივერსიტეტი, პოლტკოვსკაიას ქ. N10, მე-4 სართული, ოთახი D17.
• შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 13 და 14 სექტემბერს.
• სწავლა მაგისტრატურაზე დაიწყება 26 სექტემბერს.

წარსადგენი საბუთების ნუსხა:
• ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (შენიშვნა: კლინიკური ფსიქოლოგიის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარადგინოს ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი);
• დიპლომის დანართი;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• მამაკაცების შემთხვევაში, სამხედრო მიწერის მოწმობა;
• 2 ფოტო სურათი, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით (CD დისკზე ჩაწერილი);
• CV;
• სამოტივაციო წერილი;
• სარეკომენდაციო წერილი სამუშაო ადგილიდან ან უნივერსიტეტიდან.

გადახდის პირობები

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:

პროგრამა CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
ევროპისმცოდნეობა  4 950 ლარი 2 475 ლარი 225 ლარი
მედიაკომუნიკაციის სოციოლოგია 4 950 ლარი 2 475 ლარი 225 ლარი
კლინიკური ფსიქოლოგია 4 950 ლარი 2 475 ლარი 225 ლარი

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

ონლაინ რეგისტრაციის ფორმა