• კლინიკის შესახებ

  • პროფილი

  • მომსახურება

  • კონტაქტი

  • სტუდენტის გვერდი


                                                   კლინიკის შესახებ


კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კლინიკა წარმოადგენს სამართლის სკოლის საგანმანათლებლო სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში უზრუნველყოფს სტუდენტისათვის პრაქტიკული საქმიანობის სათანადო პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

კლინიკის მისიას წარმოადგენს სამართლის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის ინტეგრირებული აკადემიური და საველე პირობებზე ორიენტირებული განათლების მიცემა, აგრეთვე პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

კლინიკის მიზანია სამართლის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობის მიცემა, აგრეთვე იურისტის საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. 

იურიდიული კლინიკის პროგრამა წარმოადგენს პრაქტიკულ კურსს, რომელიც სავალდებულოა მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. კლინიკის გავლა შეუძლიათ აგრეთვე ბაკალავრიატის მე-4 კურსის სტუდენტებს. კავკასიის უნივერისტეტის მიერ იურიდიული კლინიკის ფარგლებში განხორციელდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა - ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, იურიდიული კომპანია ,,გეწაძე და პატეიშვილი“, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, პროგრამა „თბილისელების ადვოკატი“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ა.შ. სწორედ ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებში არის შესაძლებელი იურიდიული კლინიკის პროგრამით გათვალისწინებული კურსის გავლა.

პროგრამის ხანგრძლივობა ყველა პარტნიორ ორგანიზაციებში შეადგენს 3-6 თვეს (150 აკადემიური საათი ბაკალავრებისათვის (6 კრედიტი) და 250 აკადემიური საათი მაგისტრანტებისათვის (10 კრედიტი).

აგრეთვე, გთავაზობთ ორ თვიან პრაქტიკას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბრემენის მიწის სასამართლოში და ადვოკატურაში.

დეტალური ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირი:

არჩილ ბორჯაძე

ტელ.: (+995) 2377777 / 207
ელ. ფოსტა:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

» თბილისის საქალაქო სასამართლო

» საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
» იურიდიული კომპანია "გეწაძე და პატეიშვილი"
» რასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი"
» გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბრემენის ფედერალური მიწის სასამართლო და ადვოკატურა
» პროგრამა "თბილისელების ადვოკატი"
» საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
» საქართველოს მთავარი პროკურატურა
» საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
» საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (არასამთავრობო ორგანიზაცია)
» აღსრულების ეროვნული ბიურო

                                                                                კლინიკის პროფილი

კავკასიის უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა განსაკუთრებული პატივისცემით /გულისყურით ეკიდება ჩვენი ქვეყნის მრავალეთნიკურ საზოგადოებას და გამსჭვალულია სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების კულტურული მრავალფეროვნებისადმი ღრმა პატივისცემით.
 

ჩვენი სამართლის სკოლის იურიდიული კლინიკა საშუალებას აძლევს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უფასოდ მიიღონ კონფიდენციალური სამართლებრივი კონსულტაცია ემიგრაციასთან, შრომით ურთიერთობებთან და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.  
ჩვენი კლინიკა უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობებისთვის სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრში ორიენტაციისა და მათთვის მტკივნეული პრობლემების მოგვარების ქმედითი გზების შერჩევას.
კლინიკის მომსახურება ჩვენს თანამოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგ სპეციფიკურ საკითხებში:

·   ადამიანის უფლებები:
თავისუფლების შეზღუდვა;
მის მიმართ ნებისმიერი სახის თავისუფლების
შემზღუდველი ქმედების განხორციელების შემთხვევაში; 

ადმინისტრაციული დაკავებისას;
ბრალდებულის სახით დაკავებისას;
სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში განთავსებისას;
·   საკუთრების უფლება:
ქონებასთან და საკუთრებასთან დაკავშირებული ყველა
სახის ხელშეკრულების მომზადება (ყიდვა- გაყიდვა, ჩუქება, იპოთეკა, ქირავნობა დაგირავება და სხვა);

საკუთრების გამოყოფა გამიჯვნა(წილის გამოყოფა);
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
ქონებაზე ყადაღის დადებასა და მოხსნასთან დაკავშირებული საკითხები; 
·  რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება:
რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების ნებისმიერი
ფორმით, გამოვლინებით  ხელშეშლის ან/და ხელყოფის შემთხვევაში:

სამართლებრივი სახის დოკუმენტის მომზადება;(მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს განაცხადის);

·    
საგადასახადო და საბაჟო:
საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ყველა საკითხი:
დეკლარაციის შევსება;
თანმხლები დოკუმენტაციის მოწესრიგება;
საქონლის კოდის შერჩევა;
საგადასახადო ვალდებულებები დაბეგვრის კუთხით
·  საემიგრაციო საკითხები:
საქართველოს მოქალაქეობის მიღება/გასვლა;
ბინადრობის ნებართვა;
ვიზა;
ყველა სახის აპლიკაციების შევსება.
·         სარეგისტრაციო საკითხები:
უძრავი ქონების რეგისტრაცია (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, შენობა-ნაგებობები, მიწის ნაკვეთები);
საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის სამართლებრივი მოგვარება;
რეგისტრაციასთან დაკავშირებული საბუთების მოწესრიგება;
საარქივო დოკუმენტაციის და ამონაწერების ამოღება, განახლება;
რეგისტრაციის დროს წარმოშობილი სხვა პრობლემების სამართლებრივი ანალიზი.
·   ბიზნესის რეგისტრაცია
ფირმების და კერძო პირთა საქმიანობასთან და  რეგისტრაციასთან დაკავშირებით პირველადი რჩევა-კონსულტაცია;
პირველადი დოკუმენტაციის სამართლებრივი რევიზია;
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
რეგისტრაციის დროს წარმოშობილი პრობლემების სამართლებრივი  
მოგვარების მიზნით დაინტერესებული პირის წარმომადგენლობა და ადვოკატირება ადმინისტრაციულ ორგანოებში, სახელმწიფო, საჯარო დაწესებულებებში და სასამართლოში.
·   სოციალური და შრომითი საკითხები:
სოციალური დახმარებებთან დაკავშირებული საკითხები;
საარსებო შენწეობა;
არაფულადი სოციალური დახმარებები;
სოციალური პაკეტი;
შრომითი დავები;
·    დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საკითხები

 განათლების სფეროში;
 გენდერულ ნიადაგზე;
შრომით ურთიერთობებში;
მომსახურების სფეროში.
·         ოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სრული იურიდიული მომსახურეობა და ადვოკატირება ადმინისტრაციულ, სამართალდამცავ ორგანოებში, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და სასამართლოში.
 
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ასევე განახოციელებს  ჩვენი კლიენტების (მათი სურვილისამებრ) გადამისამართებას ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან.




                                                                      კლინიკის მომსახურება


რას 
გულისხმობს ჩვენი იურიდიული დახმარება?
  • უფასო კონფიდენციალურ იურიდიულ კონსულტაციას (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სფეროში;
  • განცხადების, საჩივრის, სარჩელის/შესარგებლის ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას.
ვის შეუძლია იურიდიული დამხარების მიღება?
  • საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ პირს, რომელიც თავს თვლის რომელიმე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლად;
  • საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელსაც ჰყავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი დასაქმებული.
როგორ შეგიძლიათ მიიღოთ იურიდიული დამხარება?

დაინტერესებულ პირს იურიდიული დახმარების მისაღებად შეუძლია მიმართოს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლას
                                                    სამუშაო დღეებში 10:00 სთ-იდან 18:00 სთ-მდე

                                                         (შესვენება 14:00 სთ-იდან 15:00 სთ-მდე)

შემდეგ მისამართზე:
ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. №10 (საბურთალო, ქავთარაძის ქუჩის გაგრძელება,)   მე–4 სართული, ოთახი D-20, ქ. თბილისი.    სამარშუტო ტაქსი: #51, 88.

 დაგვიკავშირდეს კავკასიის უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკას

                                ელ. ფოსტის: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს     მეშვეობით,

                                                                        ან

დაგვირეკოს
სატელეფონო ნომრის მეშვეობით: 2377777.

ვინ გაგიწევთ მომსახურებას?

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და პროფესიონალი ადვოკატი.



                                                                                      კლინიკასთან კონტაქტი

კლინიკის
მომსახურებით სარგებლობისთვის კლიენტმა უნდა მიმართოს კლინიკას ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო საშუალებებით.

საწყისი კონტაქტი:
  • კლიენტი გვიკავშირდება ელფოსტით ან ტელეფონით;
  • ელფოსტის მიღებიდან ან სატელეფონო საუბრიდან 48 საათში თქვენ დაგიკავშირდებიან და შეგატყობინებენ პასუხს ინტერვიუზე დაბარების თაობაზე.
  • თუ ჩვენ ვერ ვიღებთ თქვენს საქმეს, გადავამისამართებთ უფასო იურიდიული მომსახურების გამწევ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში.
გასაუბრება/ინტერვიუ:
  • ინტერვიუს ატარებს კლინიკის წევრი სტუდენტი კლინიკის ხელმძღვანლის ან კლინიკის ადვოკატის თანდასწრებით;
  • ინტერვიუს შემდეგ, მაქსიმუმ 48 საათში, კლიენტი მიიღებს პასუხს იღებს თუ არა კლინიკა მის საქმეს.
ფორმალური მხარე:
  • საქმის აღებაზე თანხმობის შემდეგ, კლიენტი აფორმებს უნივერსიტეტთან მომსახურების ხელშეკრულებას;
  • ხელშეკრულებაში გაწერილია კლიენტისა და უნივერსიტეტის უფლებები და ვალდებულებები;
  • ხელშეკრულების დანართში აღინიშნება კლინიკის მომსახურების პირობები.
რეკომენდაციის გაცემა:
  • მომსახურების ვადის ამოწურვამდე კლინიკა აცნობებს კლიენტს და მოიწვევს კლინიკაში დოკუმენტების გადასაცემად;
  • შეხვედრაზე დეტალურად იქნება ახსნილი გაწეული სამუშაოების შინაარსი და შედეგები;
  • უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს;
  • კლიენტს გადაეცემა რეკომენდაცია, რომლის საფუძველზე სრულდება სამართლებრივი ურთიერთობა კლინიკასა და კლიენტს შორის.

                                                                       სტუდენტის გვერდი

კლინიკაში გაწევრიანება


სამართლის სკოლაში კლინიკის ჩამოყალიბებით არ უქმმდება უკვე მოქმედი კლინიკური პროგრამა, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ჩვენი სტუდენტების პარტნიორ ორგანიზაციებში ინტენსიურ პრაქტიკას. სტუდენტებს კვლავ შეეძლებათ აირჩიონ ორგანიზაციები სადაც სემესტრის განმავლობაში გაივლიან შესაბამის პრაქტიკულ კურსებს.

სამართლის სკოლაში მუდმივმოქმედი კლინიკა კი თავის მხრივ ჩვენს სტუდენტებს სთავაზობს სრულიად ახალ გამოცდილებას. კლინიკის წევრები, იურიდიული კომპანიიის მსგავსად, გაერთიანდებიან ერთიანი მიზნის მისაღწევად და დამოუკიდებლად განახორციელებენ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ საადვოკატო საქმიანობის ცალკეულ ელემენტებს.

სამოქალაქო, ადმიისტრაციული და სისხლის სამართლს საქმეები, მათი მართვა და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება იქნება ის დატვირთვა, რომელსაც კლინიკის კლიენტის კლინიკისათვის მომართვის დღიდან მისი წევრები მუდმივად იგრძნობენ სასწავლო პროცესის პარალელურად.

კლინიკაში შეიძლება გაწევრიანდეს მხოლოდ კავკასიის სკოლის სამართლის სკოლის მაგისტრატურის სტუდენტები. განცხადება კლინიკის შემადგენლობასა და წევრობაზე წარედგინება კლინიკის დირექტორს.

კლინიკაში გასაწევრიანებლად სტუდენტის აკადემიური მოსწრება არ უნდა იყოს GPA 2.7–ზე ნაკლები.

კლინიკაში გაწევრიანების მსურველთ გავლილი უნდა ქონდეთ შემდეგი საგნები:

 
რეგისტრაცია

კლინიკაში გაწევრიანების მსურველმა სტუდენტება უნდა გადმოაგზავნონ რეზუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს , მიმდინარე წლის 11 ოქტომბრის 17:00 საათემდე. შეტყობინება კლინიკაში გაწევრიანებაზე სტუდენტებს დაეგზავნებათ არაუგვიანეს 18 ოქტომბრისა.

აპლიკაცია:   შემოდგომის სემესტრი

                        ზაფხულის სემესტრი


ორიენტაცია

სტუდენტს, კლინიკაში გაწევრიანეამდე მოეთხოვება კლინიკის საორიენტაციო შეხვედრაზე დასწრება, რომელიც შედგება 2014 წლის 20 ოქტომბერს.

კლინიკის მუშაობა

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ღრმადაა დარწმუნებული, რომ კლინიკის წარმატება დამოკიდებულია მისი წევრების გუნდურ მუშაობაზე. კლინიკა უნდა გახდეს კერძო იურიდიული კომპანიის პროტოტიპი, რომლის წევრი სტუდენტებიც მის მესაკუთრეებად იგრძნობენ თავს.

გუნდი თვითონ განსაზღვრავს მისი მუშაობის სტრატეგიას და დაგეგმავს მისი რეალიზაციის გზებს, მათ შორის:

            ა. აიღებს ინიციატივას თვითონ მართოს კლინიკა;

            ბ. გუნდურად განიხილოს კონკრეტული საქმეები;

            გ. გუნდურად დაგემავს საქმეთა მართვის პრიორიტეტებს;

            დ. მაქსიმალურად დაამსგავსებს კლინიკას იურიდიული კომპანიას.

 

რას ისწავლიან კლინიკის წევრები?

ინტერვიუს ჩატარებას, ფაქტიური გარემოებების ანალიზს, სამართლებრივი შეფასების უნარს, კონკრეტული საქმის სამართლებრივ სივრცეში ხედვას, საქმის სამართლებრივ მოდელირებას და კონსტრუირებას, სამარლებრივი დოკუმენტების შედგენას, მოლაპარაკებების ტექნიკას, ადვოკატირების უნარებს და საქმის წარმოება/მენეჯმენტს.

მნიშვნელოვანი გვახსოვდეს, რომ კლინიკის წევრები გამოიმუშავებენ ადვოკატის ეთიკის ნორმებისადმი პატივისცემას, აიმაღლებენ პროფესიულ დონეს და დააფასებენ ადვოკატის როლს ჩვენს საზოგადოებაში.

სტუდენტთა შეფასება

კლინიკაში გაწევრიანებული სტუდენტები გამოიმუშავებენ 10 კრედიტს.

სტუდენტთა შეფასება მოხდება, როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ასევე მათი გუნდური მუშაობის უნარის გათვალისწინებით. სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და აქტიურობა მნიშვნელოვნად განაპირობებს სტუდენტის შეფასების დონეს.

პროფესიონალური ეთიკა, სიბეჯითე, პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული განვითარებისაკენ სწრაფვა ის ძირითადი პრინციპებია, რომლებიც გადამწყვეტ როლს ითამაშებენ კლინიკის წევრი სტუდენტების საბოლოო შეფასებისას.

კლინიკის სამუშაო გრაფიკი

კლინიკა იმუშავებს სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.

სამუშაო საათები: 10:00 დან 14:00 მდე, შაბათს: 11:00 დან 12:00 მდე.

კლინიკის წევრებისათვის კლინიკაში დაშვება 24 საათიანია.

კლინიკის ადმინისტრატორი

ირაკლი კლდიაშვილი