საბაკალავრო პროგრამები


2005 წელს შეიქმნა კავკასიის სამართლის სკოლის პირველი საბაკალავრო პროგრამა 'სამართალმცოდნეობაში". საწყის ეტაპზე საბაკალავრო პროგრამის მიზანი იყო ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტისათვის მიეცა მაქსიმალური ცოდნა იურისპრუდენციის ყველა მიმართულებით.

საბაკალავრო პროგრამა ყოველწლიურად განიცდიდა გარკვეულ მოდერნიზაციას, რაც პრაქტიკით იყო ნაკარნახევი. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ სასურველი იყო ახალი პროგრამის შემუშავება სამართლის საბაკალავრო საფეხურისთვის.

განვითარების შემდეგ ეტაპზე ახალი საბაკალავრო პროგრამის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, საბაზისო-თეორიულ განათლებაზე ყურადღების გამახვილებით.

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სათანადო კვალიფიკაციის მქონე, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი, კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელიც აღჭურვილია სამართლის სფეროს თეორიული, ნორმატიული და პრაქტიკული ცოდნით, გამომუშავებული აქვს ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული  სამართლებრივი ღირებულებების, სამართლიანობის, ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების, პროფესიული ეთიკის ნორმების  დასამკვიდრებლად სწრაფვის უნარი.  

შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამა სრულად ითვალისწინებს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოთხოვნებს.
 

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 192 ECTS კრედიტი ეთმობა პროფესიისათვის აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებას, მათ შორის, 132 ECTS კრედიტი ეთმობა  სპეციალობის სავალდებულო საგნებს, 48 ECTS კრედიტი - არჩევით საგნებს და 12 ECTS კრედიტი კი, - პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე  სრულად ორიენტირებულ კურსებს. სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 28 ECTS კრედიტი ეთმობა უცხო ენების (ინგლისური ენა) მოდულს, ხოლო 20  ECTS კრედიტი - ზოგადსაუნივერსიტეტო საგნებს.

სამართლის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა სავალდებულო სასწავლო კურსებთან ერთად, სტუდენტს სწავლების მე-4 წელს (სწავლების მე-4 ეტაპი) სთავაზობს არჩევითი საგნების ოთხ მოდულს: საჯარო სამართალი, საერთაშორისო სამართალი, კერძო/ბიზნესის სამართალი, სისხლის სამართალი. სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტს უფლება აქვს გაიღრმაოს ცოდნა მისი ინტერესის შესაბამისად  და აირჩიოს არჩევითი საგნების ნებისმიერი მოდულიდან მისთვის სასურველი სასწავლო კურსი. სტუდენტს შეუძლია  განახორციელოს ინდივიდუალური პროფილის ფორმირება სხვადასხვა სპეციალიზაციის საგნების კონცეტრაციით. ამასთან, არჩევითი საგნების ერთი მოდულიდან სტუდენტმა სემესტრში შეიძლება დააგროვოს 12-18 ECTS  კრედიტი, ხოლო წელიწადში მაქსიმუმ 30 ECTS კრედიტი.

საერთაშორისო სამართლის მოდულიდან სტუდენტი ვალდებულია VII და VIII სემესტრებში აირჩიოს მინიმუმ 1 სასწავლო კურსი. საერთაშორისო საჯარო სამართლის საგნების სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.


სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, სწავლების მე-4 წელს, სტუდენტს ასევე სთავაზობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების კურსებს (18 ECTS კრედიტი), საიდანაც  სტუდენტი ვალდებულია დააგროვოს 12 ECTS კრედიტი.

პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით უნივერსიტეტში ფართოდ გამოიყენება კლინიკური სწავლება.

საბაკალავრო პროგრამა სუდენტს  სხვადასხვა აქტივობებში კრედიტის დააგროვების ალტერნატიულ საშუალებებს სთავაზობს, რაც უპირველეს ყოვლისა, თავის მხრივ, საბაკალავრო დონეზე სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობას გულისხმობს.

საბაკალავრო პროგრამა სუდენტს  სხვადასხვა აქტივობებში კრედიტის დააგროვების ალტერნატიულ საშუალებებს სთავაზობს, რაც უპირველეს ყოვლისა, თავის მხრივ, საბაკალავრო დონეზე სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობას გულისხმობს.

საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების დასრულებამდე, ანუ ბაკალავრის კვალიფიკაციის მინიჭებამდე, სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი  სერთიფიკატი.

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს უფლება აქვს სწავლების მე-4 ეტაპიდან სწავლა 2 სემესტრის განმავლობაში გააგრძელოს კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტებში: ტალინის (ესტონეთი), ჩესტერის  (დიდი ბრიტანეთის), ზაარლანდის (გერმანიის) და მადრიდის (ესპანეთის) უნივერსიტეტის სამართლის (law) საბაკალავრო პროგრამაზე. 

ზოგადად მოცემული პროგრამა სტუდენტს თავისუფალ არჩევანს ანიჭებს და ხელს უწყობს მის აკადემიურ რელაქსაციას.


> პროგრამა
> აკადემიური პერსონალი
ნორმატიული დოკუმენტების კრებული
დიდაქტიკური სახელმძღვანელო
>
 სილაბუსები