"შედარებითი სახელშეკრულებო სამართლის" სამაგისტრო პროგრამა (გერმანული)


  • მიმოხილვა

  • პროგრამის სტრუქტურა

  • მიღების წესები

  • საკონტაქტო ინფორმაცია


"შედარებითი სახელშეკრულებო სამართლის" სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა 2015 წელს.


"შედარებითი სახელშეკრულებო სამართლის" სამაგისტრო პროგრამის მიზანია ქართული და უცხო ქვეყნების სამოქალაქო სამართლის სისტემის შესწავლა. შედარებით სამართლებრივ ჭრილში განსხვავებული სამართლის სისტემებისა და სამართლებრივი ტრადიციების გაცნობის მეშვეობით იურიდიული თვალსაწიერის გაღრმავება-გაფართოება და ნაციონალური და ინტერნაციონალური შრომითი ბაზრისათვის მაღალკვალიფიკაციური კადრების მომზადება, რომლებიც გათვითცნობიერებულები იქნებიან რამოდენიმე ქვეყნის სამართლის სისტემაში (ქართული, გერმანული და ანგლო-ამერიკული) და შესძლებენ პრაქტიკაში წარმოშობილი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას ამ მართლწესრიგების მიხედვით.

სამოქალაქო სამართლის ძირითადი ინსტიტუტების შედარებით-სამართლებრივ ჭრილში მიმოხილვა იძლევა მათი სიღრმისეული შემეცნების საშუალებას და ისეთი ასპექტების გათვალისწინებას, რომლებიც იგივე ინსტიტუტების მხოლოდ ერთი სამართლის ჭრილში განხილვისას შეუცნობელი რჩება.
გარე ექპერტიზის თვალსაზრისით პროგრამასთან მიმართებით მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაგვიწიეს პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესურამ.

კავკასიის სამართლის სკოლის "შედარებითი სახელშეკრულებო სამართლის" სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 E ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 E ECTS კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა 2 სასწავლო წელს შეადგენს.

სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა შედგება 5 მოდულისგან: სავალდებულო თეორიული მოდული - 50 ECTS კრედიტი, არჩევითი თეორიული მოდული - 30 ECTS კრედიტი, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე მიმართული არჩევითი მოდული - 10 ECTS კრედიტი (20 კრედიტიდან, სამეცნიერო კვლევის სავალდებულო მოდული - 30 ECTS კრედიტი.

სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მაგისტრებს შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კერძო სამართლის მაგისტრი სახელშეკრულებო სამართალში მომზადებულია მაღალი რანგის იურიდიული პრაქტიკის განსახორციელებლად და სამეცნიერო მუშაობის გასაგრძელებლად.

კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:


• საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
• უნივერსიტეტში დაგეგმილი საკონკურსო პროცედურების წარმატებით გავლა.
• სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველის მომზადების დონის განსაზღვრა ტესტური წესით ინგლისურ/გერმანულ ენებში. ინგლისური/გერმანული ენის ტესტისაგან თავისუფლდებიან კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური/გერმანული ენის (არანაკლებ B2 დონეზე) ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.


წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

3. სამხედრო ბილეთი

4. 2 ფოტოსურათი

5. სამოტივაციო წერილი

6. 2 რეკომენდაცია

გადახდის პირობები

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ღირებულება შეადგენს 11.000 ლარს, რაც წელიწადში შეადგენს 5500 ლარს. სწავლის საფასურის გადახდა სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად წარმოებს.

ონლაინ რეგისტრაცია

სამაგისტრო პროგრამის ჯგუფი "Facebook"-ზე



სოფიო
 შენგელია
სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი
ტელ.: (+995 32) 2 37 77 77 / 194
მობ: (+995) 599 777 104 
ელ-ფოსტა:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს


ნათია შენგელია
სამაგისტრო პროგრამების აკადემიური მენეჯერი 
ტელ.: (+995 32) 2 37 77 77 / 187
მობ: (+995) 599 88 55 71
ელ-ფოსტა:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს


ეკატერინე კერესელიძე
სადოქტორო პროგრამების აკადემიური მენეჯერი
ტელ.: (+995 32) 2 37 77 77 /186
მობ: (+995) 595 00 33 07
ელ-ფოსტა:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს


სამაგისტრო პროგრამის ჯგუფი "Facebook"-ზე.