2016-2017 სასწავლო წლები
 

საბაკალავრო პროგრამა
კავკასიის უნივერსიტეტის I ან II არჩევნად მონიშვნის შედეგად თქვენ მიიღებთ CU გრანტს და სახელმწიფო გრანტის მოპოვებასთან ერთად თქვენი წლიური გადასახადის ოდენობა იქნება:

samartlis skola
 

ფინანსური შეღავათები საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის
 
სწავლების საფასურის გადახდისას მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს ყოველი სასწავლო წლის ბოლოს შემდგარი სტუდენტების რეიტინგის მიხედვით გაეწევათ შეღავათი:

პირველ ადგილზე მეორე ადგილზე მესამე ადგილზე
სტუდენტი მიიღებს
100%
-იან შეღავათს
სტუდენტი მიიღებს
50%
-იან შეღავათს
სტუდენტი მიიღებს
30
%-იან შეღავათს

სამაგისტრო პროგრამა

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს: 

პროგრამა CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
სამართალმცოდნეობა - საჯარო, კერძო და სისხლის სამართალი(თბილისში 
და ბათუმში)
4 950 ლარი 2 475 ლარი 225 ლარი

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

ევროპის კერძო სამართლის პროგრამა (ინგლისური; გერმანული)

სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს 5 500 ლარს. სწავლის საფასურის გადახდა სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად წარმოებს.