წიგნების ჩამონათვალი

გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ მოცემული წიგნების ჩამონათვალი:
წიგნებით სარგებლობის პირობები
ურთიერთშეთანხმებისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმომწერი უნივერსიტეტების სტუდენტებისა და ლექტორებისათვის კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული, ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველო”-ს მიერ დაფინანსებული პროექტის “კავკასიის მედიის სკოლის საბიბლიოთეკო კოლექციის გაფართოება” (პროექტი #16458) ფარგლებში შეძენილი წიგნებით სარგებლობის პირობები.
 
კავკასიის უნივერსიტეტი ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეძენილ წიგნებთან მიმართებაში დაუშვებს თავის ტერიტორიაზე წიგნებით სარგებლობის მიზნით პარტნიორი უნივერსიტეტის მსურველ სტუდენტებსა და ლექტორებს.

წიგნებით სარგებლობის მსურველს ადგილზე არეგისტრირებს კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარი. სტუდენტის შემთხვევაში რეგისტრაცია განხორციელდება პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტის მოწმობის, პირადობის მოწმობისა და პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკართან კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გაცემული მიმართვის წარდგენის საფუძველზე, ხოლო ლექტორის შემთხვევაში პირადობის მოწმობის, უნივერსიტეტში მისი დასაქმების დამადასტურებელი ოფიციალური წერილისა და პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკართან კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გაცემული მიმართვის წარდგენის საფუძველზე. ამასთან, სარეგისტრაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს სტუდენტის/ლექტორის მუდმივ და დროებით საცხოვრებელ მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს, ელ. ფოსტის მისამართს, ფაკულტეტის დასახელებას, დეკანის საკონტაქტო ტელეფონს და ელ.ფოსტას. ამ მონაცემების მიწოდების შემდეგ სტუდენტი/ლექტორი იღებს სარეგისტრაციო ბარათს.

დაუშვებელია კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან იმ წიგნის გატანა, რომელიც ბიბლიოთეკაში ერთ ეგზემპლარადაა დაცული. ასეთი წიგნით სტუდენტს/ლექტორს შეუძლია ისარგებლოს ადგილზე.

სტუდენტებსა და ლექტორებს შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან გაიტანონ ის წიგნები, რომელიც ერთ ეგზემპლარზე მეტი ოდენობითაა დაცული. ასეთი წიგნებით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 21 კალენდარული დღე, რომელიც აითვლება წიგნის გატანის დღიდან.

სტუდენტი/ლექტორი ვალდებულია წიგნი დააბრუნოს 21 კალენდარული დღის ვადაში. თუ ამ წიგნზე მოთხოვნას სხვა სტუდენტი ანდა ლექტორი არ შეიტანს ბიბლიოთეკაში, სტუდენტი/ლექტორი უფლებამოსილია წიგნი გაიტანოს მეორე ვადით. ამ შემთხვევაში მან წიგნი ფიზიკურად უნდა წარუდგინოს ბიბლიოთეკარს, გაიაროს დაბრუნებისა და ხელახლა გატანის რეგისტრაციის პროცედურა. პროცედურა განმეორდება მეორე ვადის გასვლის შემდეგაც. 

სტუდენტს/ლექტორს არ აქვს უფლება ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიტანოს ზედიზედ 3 ვადაზე მეტი ხნის განმავლობაში.

თუ ის წიგნი, რომელიც სტუდენტს/ლექტორს სჭირდება მოცემულ მომენტში გატანილია ბიბლიოთეკიდან, სტუდენტმა/ლექტორმა ბიბლიოთეკას უნდა მიმართოს წიგნის დაბრუნების მოთხოვნით. მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს მოთხოვნაში აღნიშნული უნდა იყოს წიგნის დასახელება, ავტორი და ა. შ. ბიბლიოთეკარი ელ. ფოსტით შეატყობინებს სტუდენტს, თუ როდის ბრუნდება წიგნი და ჩააყენებს მას რიგში.

წიგნებით სარგებლობის საშუალება სტუდენტებს/ლექტორებს მიეცემათ რიგის მიხედვით, არადისკრიმინაციულად.

სტუდენტი/ლექტორი ვალდებულია წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაიხადოს ჯარიმა ერთი ლარის ოდენობით.

წიგნის დაზიანების ან დაკარგვის  შემთხვევაში სტუდენტმა/ლექტორმა უნდა აანაზღაუროს ზარალი წიგნის საწყისი ღირებულების სამმაგი ოდენობით. ჯარიმის ფორმას ავსებს კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარი და სტუდენტი/ლექტორი მას იხდის კავკასიის უნივერსიტეტის ფინანსურ დეპარტამენტში.

დაუშვებელია ბიბლიოთეკიდან ერთდროულად 5 წიგნზე მეტის გატანა.

იმ სტუდენტის/ლექტორის შესახებ, რომელმაც დაარღვია კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობის ზემოთაღნიშნული წესები, კავკასიის უნივერსიტეტი ატყობინებს პარტნიორ უნივერსიტეტს. პარტნიორი უნივერსიტეტი მას ეხმარება ამ პირთან დაკავშირებასა და შესაბამისი საჯარიმო სანქციების გატარებაში. ამ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ სტუდენტთან/ლექტორთან დაკავშირება გახდება შეუძლებელი, ფინანსური ვალდებულებები გადადის პარტნიორ უნივერსიტეტზე.   

კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მუშაობის საათებია:
ორშაბათი-პარასკევი: 9:00 – 20:00
შაბათი: 10:00 – 16:00