სამაგისტრო პროგრამები

 

  • მიმოხილვა

  • პროგრამის სტრუქტურა

  • მიღების წესები

  • საკონტაქტო ინფორმაცია


samagistroკავკასიის მედიის სკოლა აცხადებს მიღებას სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამებზე:

• ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია;
• სტრატეგიული კომუნიკაცია (პიარი).

კავკასიის მედიის სკოლის სამაგისტრო პროგრამები შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე შეძენილ პროფესიაში კარიერული წინსვლა აქვს მიზნად დასახული და ისეთებისთვისაც, ვისაც საქმიანობის სფეროს გამოცვლა და ახალი პროფესიის შეძენას სურს.
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მოტივაცია, ჩვენ შევეცდებით თქვენი პოტენციალის სრულად გახსნაში დაგეხმაროთ; დაგეხმარებით შეიძინოთ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ახალი კონტაქტებიც იმისთვის, რომ თქვენ მიერ შერჩეულ სფეროში გამორჩეულად წარმატებულები იყოთ.

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია

კავკასიის მედიის სკოლის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა პროფესიონალად ჩამოყალიბების საშუალებას მედიის ყველა ფორმატში გაძლევთ. მისი დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ წარმატებას მიაღწიოთ როგორც ჟურნალისტმა, როგორც საშუალო ან მაღალი რგოლის მენეჯერმა ბეჭდურ, სამაუწყებლო და ინტერნეტმედიაში; თქვენ ასევე გაქვთ პერსპექტივა გახდეთ მედიის მკვლევარი, კონსულტანტი ან პედაგოგი. პროგრამის ავტორია კავკასიის მედიის სკოლის დეკანი, ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი.

სტრატეგიული კომუნიკაციის (პიარის) პროგრამა

სტრატეგიული კომუნიკაციის (პიარის) პროგრამა შესაძლებლობებს გიხსნით საზოგადოებათან ურთიერთობების, მარკეტინგის და რეკლამის სფეროში. მისი დასრულების შემდეგ შეგეძლებათ იმუშაოთ პიარის სტრატეგიის შექმნისა და აღსრულების, სფეროში სხვადასხვა ტიპის პროექტების მენეჯმენტის, მედიასთან ურთიერთობების და რეკლამის მიმართულებით, როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო დაწესებულებებშიც. აქაც, თქვენ გაქვთ პერსპექტივა გახდეთ მკვლევარი, კონსულტანტი ან პედაგოგი. პროგრამის ავტორია კავკასიის მედიის სკოლის სრული პროფესორი ზურაბ ბიგვავა.

 


ჩვენი პროგრამა შესაძლებლობას გაძლევთ ერთმანეთს შეუთავსოთ სწავლა და მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სემესტრულად შეგიძლიათ  თავად შეიდგინოთ საკუთარი გრაფიკი და განისაზღვროთ სამაგისტრო პროგრამის დასრულების გეგმა.

სწავლების ხანგრძლივობა არის 2 წელი (დასაშვები ხანგრძლივობა 5 წელი). პროგრამის დასასრულებლად უნდა შეაგროვოთ 120 ECTS კრედიტი. ეს არის 15 სავალდებულო და არჩევითი საგნისა და სამაგისტრო ნაშრომის (თემა ან პროექტი) კრედიტების ჯამი: თითოეული საგნის აკადემიური წონა არის 7 ECTS კრედიტი, ხოლო სამაგისტრო ნაშრომის, თემის ან პროექტის, აკადემიური წონა არის 15 ECTS კრედიტი.

ლექციების დრო: 19:00-22:00

სწავლის გარდა, კავკასიის მედიის სკოლა ხელს შეგიწყობთ, რომ ჩაერთოთ პროგრამებში, რომლებიც თქვენს სასწავლო პროცესს გაამდიდრებს, იქნება ეს სასწავლო პრაქტიკა თუ სხვა სახის პროფესიული და აკადემიური საქმიანობა საქართველოში; ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორ სასწავლებებში საზღვარგარეთ.

> პროგრამები 



მიღების წესი


კავკასიის მედიის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
  • საერთო სამაგისტრო გამოცდა;
  • ინტერვიუ საუნივერსიტეტო კომისიასთან;
  • გთხოვთ შეავსოთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.CV/რეზიუმე;
  • 1 ცალი პასპორტის ფოტოსურათი/CD;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის);
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარათი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ნოტარიუსულად დამოწმებული ნიშნების ფურცელი.

საბუთების შემოტანა წარმოებს 10 სექტემბრის ჩათვლით. 

გადახდის პირობები

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:

პროგრამა CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია 4 950 ლარი 2 475 ლარი 225 ლარი
სტრატეგიული კომუნიკაცია 4 950 ლარი 2 475 ლარი 225 ლარი

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.