სამაგისტრო პროგრამა

 

  • მიმოხილვა

  • პროგრამის სტრუქტურა

  • მიღების წესები

  • საკონტაქტო ინფორმაცია


კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სამაგისტრო პროგრამა ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტში გაძლევთ უნიკალურ შანსს დაწინაურდეთ წამყვან პოზიციებზე IT სფეროში.

რატომ ჩვენი სამაგისტრო პროგრამა?

თანამედროვე პროგრამა: პროგრამის კურსდამთავრებული იქნება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მაღალი დონის სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტში, ინფორმაციული ტექნოლოგიების ღრმა ცოდნითა და ბიზნესის გარემოს კარგი ანალიზის, ინოვაციური მეთოდებით მართვის და პრობლემების ანალიტიკურად გადაჭრის უნარით. პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებულია პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და პროფესორების რეკომენდაციები.

ტექნიკური და მენეჯერული ცოდნისა და უნარ-ჩვევების კომბინაცია: პროგრამაში აქცენტი გაკეთებულია ტექნიკური ცოდნისა და უნარების განვითარებაზე, მაგრამ ამავე დროს პროგრამა იძლევა საკმაოდ მაღალი დონის ცოდნას ბიზნესის მუშაობის პრინციპებზე. დღეს, გლობალური კონკურენციის ხანაში ორგანიზაციებს სჭირდებათ სწორედ ისეთი ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ კომპლექსური ცოდნა. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა ადამიანებზე, რომელთაც აქვთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების კომბინირებული ცოდნა: ღრმა ტექნიკური ცოდნა და ბიზნესის სტრატეგიის კარგი ანალიზის უნარი.

მოქნილი სტრუქტურა: თითოეული საგანი ისწავლება კვირაში ერთხელ, საღამოს საათებში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულ ადამიანებს დაესწრონ ლექციებს სამუშაო საათების შემდეგ. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სემესტრში მინიმუმ ორი საგანი.

პროგრამის სამუშაო ენა არის ინგლისური/ქართული. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.

იმ პირებს, რომელთაც სურვილი აქვთ გაიარონ მხოლოდ კონკრეტული საგნები პროგრამიდან, შესაძლებლობა აქვთ ჩააბარონ სასერტიფიკატო პროგრამაზე.




მიღების წესი


კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდა;
  • ტესტირება ინგლისურ ენაში და გასაუბრება.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • შევსებული on-line აპლიკაცია (მასთან ერთად სამოტივაციო წერილი, სადაც უნდა აღწეროთ თუ რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ პროგრამაზე სწავლა და როგორ დაგეხმარებათ იგი პროფესიულ ზრდაში, CV და ფოტოსურათი);
  • ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის და ნიშნების ფურცელის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ;
  • უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;
  • უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა წარმოადგინოთ ქართულად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის);
  • ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი 3X4 (+ СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსია);
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი.

გადახდის პირობები

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:

პროგრამა CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი 4 950 ლარი 2 475 ლარი 225 ლარი

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

მნიშვნელოვანი თარიღები

  • საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით (VI სართული, ოთახი B 27);
  • ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდება 10 სექტემბერს;
  • გასაუბრება ჩატარდება 12 სექტემბერს
     




ნათია სულაბერიძე

საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი
ტელ: (+995 32) 237 77 77 (შიდა 144)
ელ.ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს