17a2a38

დღეს საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიაა და განვითარებული ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უპირობო საწინდარია. ტურიზმში კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო აკადემიური ხარისხი კი, გარანტიაა ყველა წარმატებული კურსდამთავრებულისთვის მომავალშიც წარმატებას მიაღწიოს.

კავკასიის ტურიზმის სკოლას ჰყავს საუკეთესო ლექტორთა კოლექტივი, სადაც დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე აქცენტი, სწორედ მოქმედ პრაქტიკოსებზე კეთდება. შესაბამისად, ჩვენი სკოლის ლექტორები თავად არიან ბაზარზე არსებული მსხვილი სასტუმროებისა თუ ტურისტული სააგენტოების დამფუძნებლები და წამყვანი მენეჯერები. სკოლას ასევე ჰყავს ლექტორები, რომლებიც სახელმწიფო აპარატებში თავად არიან ტურიზმის სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი და წარმმართავი. თეორიისაა და პრაქტიკის საუკეთესო ნაზავი კი, საფუძველია იმისა, რომ სტუდენტმა არა მხოლოდ ხარისხიანი განათლება მიიღოს, არამედ მისი სამომავლო დასაქმების ალბათობა გაიზარდოს, ვინაიდან წორედ ლექტორები ირჩევენ თავიანთი კომპანიებისთვის წარმატებულ სტუდენტებსა თუ კურსდამთავრებულებს და რეკომენდაციას უწევენ მათ.

ტურიზმის სკოლის სასწავლო პროგრამა წარმოადგენს ავსტრიულ მოდელზე აგებულ საერთაშორისო სტანდარტის სასწავლო პროგრამას, რომელიც საუკეთესო სინთეზია დარგობრივი საგნებისა და ბიზნეს ადმინისტრირების იმ სავალდებულო საგნებისა, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ყველა კვალიფიციური, თანამედროვე, დასავლური ტიპის მენეჯერისთვის. ტურიზმის სკოლა თავის სტუტენტებს ასევე შეასწავლის ბაზარზე ყველა მოთხოვნად უცხო ენას. და ბოლოს, კავკასიის ტურიზმის სკოლა გთავაზობთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას საზღვარგარეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში, სადაც ჩვენს სტუდენტებს მინიმალურ ფასად შეუძლიათ, სასწავლო სემესტრის სრულფასოვნად გავლა და კვალიფიკაციის ამაღლება.

ვისაც სურს, სწავლისთანავე ქონდეს დასაქმების მაღალი ალბათობის პერსპექტივა და, ამავდროულად, კვალიფიციური წვლილი შეიტანოს საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ინდუსტრიის განვითარებაში, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა საუკეთესო მისამართია.

კავკასიის ტურიზმის სკოლა არსებობს როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, რათა ჩვენი განათლება, შეძლებისდაგვარად, თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ქვეყნის ყველა რეგიონის წარმომადგენლისთვის.

გისურვებთ წარმატებას.


ნინო კალანდაძე

კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანი