სამაგისტრო პროგრამები

  • მიმოხილვა

  • პროგრამის სტრუქტურა

  • მიღების წესები

  • საკონტაქტო ინფორმაცია


ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (WTO) მონაცემებით, საშუალოდ ცხრიდან ერთი ადამიანი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული და ბოლო წლების განმავლობაში ამ კონკრეტულ ინდუსტრიაში 235 მილიონი სამუშაო ადგილია შექმნილი. იგი შედგება მრავალი სეგმენტისგან და თითოეულს კარიერული წინსვლის შესძლებლობა აქვს, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში.

კავკასიის უნივერსიტეტში ტურიზმის სამაგისტრო პროგრამით სწავლება 2015 წლიდან დაიწყო, როგორც თბილისში ისე ბათუმში და ითვალისწინებს შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას, თეორიული და პრაქტიკული საქმიანობების ოპტიმალური თანაფარდობით, სასტუმრო მიმართულების აქცენტირებით.

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მიანიჭოს თეორიულ, პრაქტიკულ და კვლევაზე დაფუძნებული ცოდნა და მოამზადოს იგი ადგილობრივი და საერთაშორისო შრომით ბაზრებზე ლიდერი პოზიციების დასაკავებლად, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში. ტურიზმის სამაგისტრო პროგრამა მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელიც სტუდენტებს მისცემს მაღალი ხარისხის განათლებასა და ცოდნას და გამოუმუშავებს უნარებს შემდეგი მიმართულებებით:

  • მდგრადი ტურიზმის პოლიტიკა და დაგეგმვა;
  • ტურისტული ბიზნესის მართვა და ოპერირება;
  • ტურიზმის ინდუსტრიის კვლევა და პროგნოზირება;
  • თანამედროვე საინფორმაციო, ელექტრონული და საოპერაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების გამოყენება ტურიზმში.

სამაგისტრო პროგრამის განმავლობაში გამოიყენება უახლესი თანამედროვე ლიტერატურა, ხოლო ლექციები მიყავთ ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან სპეციალისტებსა და პროფესორებს. კავკასიის ტურიზმის სკოლის პარტნიორებია მსოფლიოს წამყავნი საერთაშორისო უნივერსიტეტები და ადგილობრივ ბაზარზე წამყვანი კერძო და საჯარო ორგანიზაციები.






სამაგისტრო პროგრამა ტურიზმის მენეჯმენტში მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – არანაკლებ 25ECTS და არაუმეტეს 35 ECTS კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის ოპტიმალური ვადა შეადგენს 2 წელს.
 
სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით: შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრი, თითოეული მოიცავს 21 კალენდარულ კვირას. თითო  საგანი ისწავლება კვირაში ერთხელ, საღამოს საათებში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულ ადამიანებს დაესწრონ ლექციებს სამუშაო საათები სშემდეგ.
 
პროგრამა მოიცავს სასწავლო  დარგობრივ სავალდებულო კომპონენტს 60 ECTS კრედიტის მოცულობით და დარგობრივ არჩევით სასწავლო კურსებს 24 ECTS კრედიტის მოცულობით (შეთავაზებული 36 ECTS კრედიტიდან); ასევე პროგრამა ითვალისწინებს კვლევით კომპონენტს 30 ECTS კრედიტის მოცულობით.   პროგრამის შემადგენელი ნაწილია ასევე სავალდებულო საველე  ან სამეწარმეო პრაქტიკის კომპონენტი.

მაგისტრატურის პროგრამის დასასრულებლად სტუდენტმა უნდა მოამზადოს და დაიცვას სამაგისტრო ნაშრომი.
 
კავკასიის უნივერსიტეტის  კავშირები საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან და ტურიზმის სკოლის  პარტნიორული ურთიერთობები  შესაძლებლობას იძლევა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში;


პროგრამის საგნების ჩამონათვალი
( კურიკულუმი)
 

თანამედროვე მენეჯმენტის კონცეფციები

საერთაშორისო ტურიზმის მარკეტინგი

საერთაშორისო ტურიზმი და გლობალური ტურიზმის გეოგრაფია

ტურიზმის, სასტუმროსა და სერვისის ინდუსტრია

ლიდერობა

ტურიზმის სახელმწიფო და საერთაშორისო რეგულირება

მმართველობითი აღრიცხვა და კონტროლი

ტურიზმი და გარემოს მენეჯმენტი

ტურიზმის კვლევა, ანალიზი და პროგნოზი

ტურიზმის პოლიტიკის ანალიზი

კვლევის წარმოების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მეთოდები 

აკადემიური წერა

პროფესიული პრაქტიკა:

ა) სემეწარმეო

ბ) საველე

სამაგისტრო ნაშრომი

დარგობრივი და პროფესიული არჩევითი საგნები

სერვის ინდუსტრიის ბიზნესი

ეფექტური ბიზნეს კომუნიკაცია

ტურისტული ორგანიზაციების სტრატეგიული დაგეგმვა

ტუროპერირებისა და ტურისტული სააგენტოების ბიზნესი

E-ტურიზმი

საქართველოს ეთნოლოგია




 
მიღების წესი

კავკასიის ტურიზმის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
  • საუნივერსიტეტო გასაუბრების წარმატებით გავლა (15 სექტემბერს, 19 საათზე C 24 ოთახში).; 
  • ინგლისურ ენაში B2 დონის სერტიფიკატის წარმოდგენა ან შესაბამისი საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება (13 სექტემბერს, 19 საათზე C 24 ოთახში).
 წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. ნოტარიულად დამოწმებული ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის ასლი (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. სამხედრო ბილეთი (ვაჟებისთვის);
4. 2 ფოტოსურათი (დისკზე ჩაწერილი);

დოკუმენტების წარდგენის ვადა 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 10 საათიდან 19 საათამდე შაბათ-კვირის გარდა, C 24-ში, მე-5 სართულზე.

გადახდის პირობები

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით 
ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს: 

პროგრამა CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
ტურიზმის მენეჯმენტი 4 950 ლარი 2 475 ლარი 225 ლარი

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

ონლაინ რეგისტრაციის ფორმა




ნინო კალანდაძე
კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანი
ელ-ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს


თემურ ხუციშვილი
კავკასიის ტურიზმის სკოლის აკადემიური პროგრამის დირექტორი
ტელ.: (+995 32) 2 37 77 77 (შიდა 166)
ელ–ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს