ტრენინგ ცენტრი


კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე 2012 წელს დაფუძნდა კავკასიის უნივერსტეტის ტრენინგ ცენტრი, რომელიც უნივერსიტეტის რვა სკოლის (ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სახელმწიფო მართვის, ტურიზმისა და ჯანდაცვის) გამოცდილ, კვალიფიციურ და პრაქტიკოს ლექტორებს აერთიანებს.

ტრენინგ ცენტრის მიზანია: მსმენელებს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია თანამედროვე მიდგომებსა და ტენდენციებზე, განუვითაროს პრაქტიკული ხასიათის უნარ-ჩვევები, გაუღრმავოს სპეციფიკური საკითხების ცოდნა, რაც ეხმარება მათ სწრაფად გააუმჯობესონ თავიანთი მუშაობის შედეგი და ხარისხი.
ტრენინგ ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. (სამინისტროები, ბანკები, სამედიცინო დაწესებულებები, კერძო კომპანიები)

ტრენინგ ცენტრმა მოკლე დროში მრავალი წარმატებული პროექტი განახორციელა, კერძოდ:

სასერტიფიკატო პროგრამები:
• ფინანსებში
• მარკეტინგში
• ჰოსპიტალურ მენეჯმენტში
• ადამიანური რესურსების მართვაში
• ლოჯისტიკასა და ექსპორტის მენეჯმენტში
• კორპორატიულ ბანკინგში

მოკლევადიანი ტრენინგ პროგრამები:
• მენეჯმენტი
• დოკუმენტების მართვა
• მოლაპარაკებების ტექნიკა
• გუნდური მუშაობა
• კომუნიკაცია და გაყიდვების უნარები
• მომხმარებელთა წინააღმდეგობების დაძლევა
• პროექტების მართვა
• პერსონალური მონაცემების დაცვა
• სამართლებრივი სფეროების ანალიზი და სტრატეგიული დაგეგმვა
• საკორპორაციო სამართლის პრობლემური საკითხები
• საოფისე კომპიუტერული პროგრამები.

ტრენინგ ცენტრი მუდმივად ანახლებს პროგრამებს მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად.



საწყისი გვერდიტრენინგ ცენტრი