კავკასიის ბიზნესის სკოლა
კავკასიის სამართლის სკოლა
კავკასიის მედიის სკოლა
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა
კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
კავკასიის ტურიზმის სკოლა
კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვისა სკოლა

თეატრალური დასი

შემოქმედებითი ნიჭის მქონე სტუდენტებისათვის კავკასიის უნივერსიტეტში თეატრალური დასი ფუნქციონირებს. დასს რეჟისორი ვატო ჯუღელი ხელმძღვანელობს და მას სპეციალური კასტინგების საშუალებით, უნივერსიტეტის სტუდენტებისაგანვე აკომპლექტებს.

2012 წლის 11 დეკემბერს, სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ სცენაზე, კავკასიის უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა პრემიერა გამართა. სპექტაკლი ანტონ ჩეხოვის პიესის "თოლიას" მიხედვით შეიქმნა. მასში მონაწილეობა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.

სპექტაკლი პროფესორ მზია მიქელაძის ხსოვნას მიეძღვნა.

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა ინიციატივით კავკასიის უნივერსიტეტის თეატრალურ დასს საფუძველი 3 წლის წინ ჩაეყარა.

დასის პირველი სპექტაკლის პრემიერა 2011 წლის ნოემბერში, მარჯანიშვილის თეატრში შედგა. რეჟისორმა ჟან-ბატისტ დე მოლიერის ”მკურნალი სიყვარული” წარმოადგინა და მაყურებელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა.