საუნივერსიტეტო თამაშის "რა სად როდის" ფინალი

29 დეკემბერი 2012
29 დეკემბერს, საუნივერსიტეტო "რა სად როდის"-ის ფინალი გაიმართა. ფინალში სულ ოცდაათი შეკითხვა დაისვა. დაძაბულ ბრძოლაში კავკასიის ბიზნესის სკოლის გუნდმა - "V" გაიმარჯვა, მეორე ადგილი დაიკავა სამართლის სკოლის გუნდმა - "ზღარბი", ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ტექნოლოგიების სკოლის გუნდი - "მილიონრები უნდა გავხდეთ".

რაც შეეხება "CU CUP"-ის ქულებს - ვინაიდან გამარჯვებულ გუნდში ერთი მოთამაშე კავკასიის სამართლის სკოლიდან იყო - საბოლოო ქულები გადანაწილდა ასე: ბიზნესის სკოლა - 40 ქულა, სამართლის სკოლა - 40 ქულა, ტექნოლოგიების სკოლა - 10 ქულა.

ვულოცავთ გუნდებს წარმატებულ თამაშს და "CU CUP"-ის დარჩენილ ეტაპებზეც წარმატებას ვუსურვებთ!